IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ჩენელინგები ქართულად
kindatma
post Mar 27 2012, 10:34 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 752
Joined: 25-March 12
From: თბილისი
Member No.: 6,765

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობა ფორუმის პატივცემულო წევრებო!

მე გავხსენი ახალი თემა,რათა გველაპარაკა იმაზე,თუ რამდენამ მნიშვნელოვანია ჩენელინგების წერა ქართულად!რუსულ ენაზე ბევრი არის,ინგლისურზეც ბევრი არის,ქართულზეც არის,მაგრამ იშვიათათ თუ ამოტივტივდება ხოლმე,ისეთი დონით არ არის,როგორც სხვა ენებზე.
ამიტომ,მე პატივცემულო ფორუმელებო,მოგიწოდებთ,რომ ატვირთოთ რაც შეიძლება მეტი ჩენელინგი ქართულად!

ვისაც სათარგმნ დონეზე ესმის რუსული ან ინგლისური,ვთარგმნოთ ჩენელინგები!რომ უფრო მეტმა ქართველმა გაახილოს თვალები,და მოემზადოს სულიერად,აიმაღლოს ცნობიერება და იპოვოს თავისი თავი!თქვენც იცით რამდენად მნიშვნელოვანია ეს.ვთარგმნოთ.აქ უკვე ჩვენ გავკისრია ხელის მიმწოდებლების და მოსიყვარულე არსებების როლი! l_book.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Merlin
post Oct 18 2018, 10:43 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოდი შევადაროთ ერთამენთს სიზმართხილვა და ნათელხილვა. როდესაც ადამიანი იძინებს მისი ასტრალური სხეული და ''მე'' ამოდის ფიზიკური და ეთერული სხეულებიდან. ჩაძინებიდან ჯერ ფიზიკური სხეულიდან ამოდის ასტრალური სხეული და ''მე'', შემდეგ კი ეთერულიდანაც. ამის მიხედვით ადამიანის ძილში ორი მნიშვნელოვანი ფაზა გამოიყოფა - ძილი, როდესაც ადამიანი სიზმრებს ხედავს და შემდეგ უსიზმრო ძილი. იმ დროს როდესაც ასტრალური სხეული და ''მე'' ფიზიკური სხეულიდან ამოდის მაგრამ ჯერ კიდევ ეთერულთანაა დაკავშირებული ადამიანი ხედავს სიზმრებს, შემდეგ კი ეთერული სხეულიდანაც რომ ამოდის, ადამიანს მკვდარი ძილით სძინავს და საერთოდ ვეღარ აღიქვავს ვერაფერს.

თუ ცნობიერება შეგვაქვს სიზმრის რეალობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ასტრალურ სხეულსა და ''მე''-ს ვაყოვნებთ ეთერულ სხეულში და შესაბამისად ეთერულ რეალობაში ვხვდებით ცნობიერად, მაგრამ იმის გამო, რომ რეალურად ადამიანს არ მიუღწევია ეთერული ხედვისთვის, არამედ უბრალოდ მექანიკური გზით მოახერხა ცნობიერების ეთერულ სხეულში გადატანა, ამის შედეგად ეს რეალობაც ისეთივე ინტერპრეტირებული აღიქმება როგორიც ფიზიკური რეალობა. ანუ სიზმრის გაცნობიერების შემდეგ ადამიანი ისევ მატერიალური სამყაროს მსგავს რეალობაში ხვდება. ანუ უბრალოდ გაცნობიერებული სიზმრით ეთერულ რეალობასაც ვერ აღიქვავს ადამიანი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ცოდნა იმის შესახებ, რომ თუ ადამიანი შინაგან დიალოგს გამორთავს მაშინ მას შეუძლია დაინახოს ენერგიები და ამის მიღწევა შეიძლება, როგორც ფიზიკურ სხეულში ასევე ეთერულ სხეულში ცნობიერების გადატანისას. მაგრამ შინაგანი დიალოგის გამორთვით ერთადერთი რაც მიიღწევა არის ეთერული რეალობის პირდაპირი ხედვა (არ აქვს მნიშვნე,ლობა ფიზიკურ სხეულშია ადამიანი თუ ეთერულ სხეულში, აღქმაში პრინციპული განსხვავება აქ არაა). აი ეს ორი რეალობა არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი სიზმართმხილველისთვის - რეალობა ინტერპრეტირებული (მატერიალური საგნების რეალობა) და რეალობა არაინტერპრეტირებული (ენერგეტიკული ანუ ეთერული რეალობა). სადაც არ უნდა წასულიყვნენ და აღქმის წერტილი სადაც არ უნდა გადაეტანათ დონ ხუანის ტრადიციის შამანებს სამყაროს აღქმის ეს ორი გზა ჰქონდათ მხოლოდ.

ეთერული სამყარო სულიერი სამყარო ჯერ კიდევ არაა. სულიერი სამყარო იწყება ასტრალური სამყაროდან, ამ სამყაროს აღსაქმელად კი საჭიროა ცნობიერების შეტანა არა სიზმრის რეალობაში, არამედ იმ რეალობაში, რომელ რეალობაშიც ადამიანი მკვდარი ძილის დროს იმყოფება.

იმის ნათელსაყოფათ თუ რამდენად დიდია განსხვავება ცნობიერების სიზმრის რეალობაში შეტანასა და ცნობიერების უსიზმრო ძილის რეალობაში შეტანას შორის დავწერ ამ უკანასკნელის - ანუ ნათელმხილველური გამოცდილების ერთ-ერთ მაგალითს:

ტექსტი აღებულია ფეისბუქის ჯგუფიდან ''''ანთროპოსოფია, ქრისტოლოგია, სულისმეცნიერება.''''

----------------------------------------------------------------

ანთროპოსოფია და რუსთაველი!

" ჩვეულებრივ, ფიზიკური და ეთერული სხეულებისაგან თავისუფალი ადამიანი დაძინებიდან გამოღვიძებამდე ცხოვრობს წყვდიადში, რადგანაც სულიერი სამყარო, რომელიც მას ამ დროს გარემოიცავს, მისი მზერისაგან დაფარულია. ეს წყვდიადი თანდათან ღრმავდება, აღწევს გარკვეულ ზღვარს და გათენებისკენ ასევე თანდათან ინქვრევა; ამ დროს ადამიანიც იღვიძებს. გარკვეულ მომენტში ის, ასე ვთქვათ, თავის უკიდურეს, ერთგვარ უმაღლეს საფეხურს აღწევს. სულიერი წყვდიადის ეს უმაღლესი საფეხური შეიძლება შევადაროთ იმას, რასაც მიწიერ სამყაროში შ უ ა ღ ა მ ე ს უწოდებენ. როგორც ფიზიკური სიბნელე, სავსებით ბუნებრივად, თავის უკიდურეს ზღვარს შუაღამისას აღწევს, შემდეგ კი ნელ-ნელა კლებულობს, ასევე სულიერ წყვდიადსაც გააჩნია თავისი უმაღლესი საფეხური _ შ უ ა ღ ა მ ე. ნ ა თ ე ლ ხ ი ლ ვ ი ს გარკვეულ ს ა ფ ე ხ უ რ ზ ე, სწორედ იმ დროს, როდესაც დანარჩენი ადამიანებისათვის წყვდიადი ღრმავდება, მ ო წ ა ფ ე ე ბ ი სტიქიის ს უ ლ ე ბ ს ხედავენ;
იგივე ხდება წყვდიადის განქრობის დროსაც. იუფლებს რა ნ ა თ ე ლ ხ ი ლ ვ ი ს ყველაზე დ ა ბ ა ლ საფეხურს, ადამიანი ჯერ ს ტ ი ქ ი ა თ ა ღმერთების განცდას ეძლევა; შემდეგ, როდესაც მას სურს განიცადოს უმაღლესი სულიერი მომენტი _ “შ უ ა ღ ა მ ე”, იგი ჯერ ისევ წყვდიადშია, და მხოლოდ რაღაც დროის შემდეგ ჩნდება სინათლე. მაგრამ თუ იგი აღწევს ნათელხილვის გარკვეულ საფეხურს, ეს შ უ ა ღ ა მ ე უფრო და უფრო მეტად ნათდება, მეტი სინათლე შემოდის მასში, და მაშინ, სწორედ შ უ ა ღ ა მ ი ს ჟამს, ადამიანი აღწევს უმაღლეს წერტილს (ეს ის დროა, რომელიც ნორმალურ ცხოვრებაში ყველაზე მკვეთრად მიჯნავს ადამიანს ღვთაებრივ-სულიერი სამყაროსაგან, ყველაზე ღრმად ძირავს ილუზიაში _ მაიაში). ამ დროს ადამიანი ღვთაებრივ-სულიერ არსებათა ჭვრეტის განცდას ეძლევა, ... სტიქიათა არსებების მიღმა ხედავს მაღალ სულიერ სამყაროს, ს უ ლ ი ე რ მზეს, მსგავსად იმისა, როგორც ფიზიკური თვალი აღიქვამს ფიზიკურ მზეს; ადამიანი მიისწრაფვის სულიერი მ ზ ი ს კ ე ნ, ე.ი. უმაღლეს ღვთაებრივ-სულიერ არსებებისკენ. ნათელმხილველი ამ არსებებამდე აღწევს იმ დროს, როდესაც სხვა ადამიანებისათვის სულიერი სამყარო უშორეს სიღრმეებშია დანთქმული. ... ეს არსებები კი ისეთივე მიმართებაში არიან სტიქიის ღმერთებთან, როგორც მზე - ფიზიკურ დედამიწასთან. ადამიანი მ ზ ი ს უმაღლეს შემოქმედ ღ მ ე რ თ ე ბ ს განიცდის. ტექნიკურად ამას შ უ ა ღ ა მ ი ს მზის ხილვის მომენტი ჰქვია.
რ. შ ტ ა ი ნ ე რ ი - "აღმოსავლეთი დასავლეთის შუქჭრილში" - 2 ლექცია

" ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,
ც ე ც ხ ლ ს ა, წ ყ ა ლ ს ა და მ ი წ ა ს ა, ჰ ა ე რ თ ა თანა ძრომასა,
მომცნეს ფრთენი და ავფრინდე, მივხვდე მას ჩემსა ნდომასა,
დღისით და ღ ა მ ი თ ვხედვიდე მ ზ ი ს ა ელვათა კრთომასა.
რ უ ს თ ა ვ ე ლ ი



ერთ კომენტარსაც გადმოვიტან კიდევ უფრო კარგად გასაგები, რომ გახდეს:

'''' Guram Shara - რუსთაველის და რუდოლფ შტაინერის აზროვნების საოცარი თანხვედრა. როგორი მისტერიული სიბრძნე აქვს რუსთაველს გადმოცემული მარტო ამ ერთ სტროფში, რომლის გაგებაც ანთროპოსოფიის გარეშე შეუძლებელია. მხოლოდ ამ სტროფით ამტკიცებს რუსთაველი იმას, რომ მისტერიების ხელდასხმულია.
შტაინერი ამბობს, ხელდასხმული ნათელხილვის დაბალ საფეხურზე სტიქიათა მიღმა მდგარ სულიერ არსებებს წვდება და მერე მაღლდება "შ უ ა ღ ა მ ი ს მზის" - ანუ მზის უმაღლესი სულიერი არსებების ხილვამდე. რუსთაველიც - ჯერ ოთხ სტიქიას, ცეცხლს, წყალს, მიწას და ჰაერს ასახელებს, შემდეგ ნათელხილვის ამაღლებას ხატოვნად იმით გადმოსცემს, ღმერთს ასაფრენად ფრთებს შესთხოვს, და ამ ყველაფერს აგვირგვინებს მიწიერი თვალსაზრისით სრულიად გაუგებარი სიტყვებით: დღისით გასაგებია, მაგრამ ღ ა მ ი თ მზის ხილვა რანაირად შეიძლება? "...ღ ა მ ი თ ვხედვიდე მ ზ ი ს ა ელვათა კრთომასა" - შ უ ა ღ ა მ ი ს მ ზის განცდის მისტერიაა! ''''


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
kindatma   ჩენელინგები ქართულად   Mar 27 2012, 10:34 PM
woodlandelven   :worthy: ქენით ეგ სიკეთ...   Mar 31 2012, 02:06 PM
soi   მართლაც რომ დიდი ს...   Apr 2 2012, 03:36 AM
givi   ქართულად მსგავსი ...   Apr 9 2012, 07:58 PM
elli   ქართულად მსგავსი ...   Apr 9 2012, 09:11 PM
td.........   kindatma მაგდენი ინგლის...   Apr 9 2012, 10:26 PM
kindatma   მე რუსულიდან გადავ...   Apr 9 2012, 10:27 PM
ann-mary   მე გადავთარგმნი ხო...   Apr 20 2012, 11:51 PM
jarmen   ann-mary კიდე დადეთ არვ...   Oct 10 2013, 02:39 AM
mamu_ka   ann-mary კარგია :good:   Apr 28 2012, 10:08 PM
tikoroma   თანდათან უფრო მადლ...   Apr 28 2012, 10:40 PM
earth   ann-mary მადლობა... საინტ...   Apr 29 2012, 12:10 AM
White Devil   ჩენელინგი რა არის?   Oct 6 2018, 08:55 PM
Merlin   ''''ამიტომ,მე პ...   Oct 7 2018, 05:01 PM
Merlin   ეგ დროც იყო, როცა რი...   Oct 7 2018, 05:05 PM
earth   ამ ფორუმზე დიდი ხა...   Oct 7 2018, 08:52 PM
Merlin   ''''ჩენელინგი ...   Oct 7 2018, 09:12 PM
Merlin   https://theosophy.wiki/en/Mediumship   Oct 7 2018, 09:16 PM
earth   კარგად ვერ მიგიხვდ...   Oct 8 2018, 04:27 PM
td.........   earth ვერ დაგეთანხმებ...   Oct 15 2018, 01:44 AM
Merlin   '''''earth ვერ და...   Oct 15 2018, 01:35 PM
td.........   Merlin ლიტერატურა და ა...   Oct 15 2018, 02:31 PM
Merlin   '''' მე პირადად ...   Oct 15 2018, 02:53 PM
Merlin   ნეგატიური არსებებ...   Oct 15 2018, 03:11 PM
Merlin   ''თავი კარგად ვი...   Oct 15 2018, 03:15 PM
td.........   Merlin მართალს ბრძანებ...   Oct 15 2018, 04:41 PM
Merlin   '''' მართალს ბრ...   Oct 15 2018, 05:02 PM
earth   td......... როგორც ირმამ ...   Oct 15 2018, 05:21 PM
td.........   earth 😮 ბოღმა?! შენი ც...   Oct 15 2018, 06:32 PM
Zet   ჩენელინგი არის მობ...   Oct 15 2018, 07:38 PM
td.........   Zet პროვაიდერს გააჩ...   Oct 15 2018, 07:54 PM
Merlin   და როგორ უნდა გაიგ...   Oct 15 2018, 07:58 PM
td.........   Merlin შენი პოზიცია გა...   Oct 15 2018, 08:45 PM
Zet   ვის ელაპარაკები მა...   Oct 15 2018, 08:52 PM
Merlin   '''ვის ელაპარაკ...   Oct 15 2018, 09:07 PM
Merlin   ''''შენი პოზიც...   Oct 15 2018, 09:16 PM
Merlin   ''''თუ შეიძლებ...   Oct 15 2018, 09:24 PM
Zet   Merlin მე როგორც ვიცი დ...   Oct 15 2018, 09:50 PM
td.........   Merlin "რომელი სულიე...   Oct 15 2018, 09:56 PM
Merlin   ''''და რათქმაუ...   Oct 15 2018, 10:16 PM
Merlin   '''სახარების კა...   Oct 15 2018, 10:17 PM
Zet   [quote name='Merlin' post='125076' date='15th Octo...   Oct 15 2018, 11:19 PM
td.........   Merlin ამ სამყაროში რო...   Oct 15 2018, 11:33 PM
Merlin   '''მართლა გაინტ...   Oct 15 2018, 11:57 PM
td.........   Merlin " (ანუ ნათელხილ...   Oct 16 2018, 12:08 AM
Merlin   '''ეს პასაჟი, თქ...   Oct 16 2018, 12:24 AM
Merlin   '''ეს პასაჟი, თქ...   Oct 16 2018, 12:25 AM
td.........   Merlin კიბატონო, არც მე...   Oct 16 2018, 12:37 AM
Zet   Merlin როცა მედიუმს და ...   Oct 17 2018, 01:09 AM
Zet   სამყაროზე ზოგადი ი...   Oct 17 2018, 01:29 AM
Merlin   '''როცა მედიუმს ...   Oct 17 2018, 09:17 AM
Merlin   William Quan Judge actually offered a further expl...   Oct 17 2018, 09:26 AM
td.........   Merlin ვხვდები, რომ ჩვე...   Oct 17 2018, 06:51 PM
earth   td......... Merlin ვხვდები, რო...   Oct 17 2018, 08:09 PM
Merlin   ''''თქვენი სიტ...   Oct 17 2018, 08:16 PM
Merlin   ჩვენ საუბარს აზრი ...   Oct 17 2018, 08:20 PM
earth   Merlin მე მხოლოდ თავმდ...   Oct 17 2018, 08:24 PM
Merlin   ''' მეთოდებიც უფ...   Oct 17 2018, 08:25 PM
td.........   Merlin სხვათაშორის, ძა...   Oct 18 2018, 12:49 AM
Merlin   რომელი მასწავლებე...   Oct 18 2018, 09:29 AM
td.........   Merlin და მაინც, ძალიან...   Oct 18 2018, 11:54 AM
Merlin   პირიქით, ასე რომ ვგ...   Oct 18 2018, 12:27 PM
td.........   Merlin ყველაზე მნიშვნ...   Oct 18 2018, 03:56 PM
Merlin   სიყვარული ვერ გეცო...   Oct 18 2018, 04:24 PM
td.........   Merlin გეთანხმებით, აჭ...   Oct 18 2018, 06:50 PM
td.........   Merlin "ოშოს თემაში. ნ...   Oct 18 2018, 06:52 PM
starscream   ეე რა არის ახლა ეს ყ...   Oct 18 2018, 08:17 PM
starscream   ხო კიდე სწორი ქენი ...   Oct 18 2018, 08:23 PM
starscream   Merlin გასაგებია მე ოლ...   Oct 18 2018, 09:21 PM
starscream   Merlin მე ბლავატსკაია...   Oct 18 2018, 09:54 PM
starscream   Merlin გასაგებია რასა...   Oct 18 2018, 10:33 PM
Merlin   ცნობიერი სიზმარი დ...   Oct 18 2018, 10:39 PM
Merlin   ''''რაც შეეხებ...   Oct 18 2018, 10:41 PM
Merlin   მოდი შევადაროთ ერთ...   Oct 18 2018, 10:43 PM
Merlin   http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...=2190...   Oct 18 2018, 10:46 PM
Merlin   ნამდვილი ოკულტური ...   Oct 18 2018, 10:50 PM
starscream   გასაგებია რასაც წე...   Oct 18 2018, 11:18 PM
td.........   ოლმეკის თემა ამოვწ...   Oct 19 2018, 01:02 PM
Zet   მერლინ ჩემი გადმოს...   Oct 20 2018, 12:15 AM
Zet   1. ჩენელინგები არის ...   Oct 20 2018, 02:20 AM
Merlin   ''''მერლინ ჩემ...   Oct 20 2018, 02:59 PM
Zet   ხუმრობა იყო, ამერი...   Oct 22 2018, 04:54 PM
td.........   პირადად მე ჩენელინ...   Oct 22 2018, 11:10 PM
tikoroma   ნეტა საიდან უნდა მ...   Oct 23 2018, 06:18 PM
td.........   tikoroma ჰო, ნუ, რას ვიზა...   Oct 23 2018, 10:40 PM
Merlin   ''''ნეტა საიდა...   Oct 25 2018, 04:47 PM
Merlin   ჩანელინგების პოპუ...   Oct 25 2018, 04:57 PM
Merlin   ავტორიტეტებს რაც შ...   Oct 25 2018, 05:10 PM
td.........   Merlin არ დაგიშვია ის მ...   Oct 25 2018, 10:30 PM
tikoroma   ვინც არ დასწრებიხა...   Dec 9 2018, 04:37 PM
Merlin   დავსწრებივარ. გარდ...   Dec 9 2018, 06:23 PM
td.........   აქ რა ბატალიები გა...   Dec 18 2019, 06:26 PM
77RA88   ჩენელინგი დღესაც ქ...   Mar 19 2020, 09:42 PM
ano   რომელი ჩენელინგი?   Mar 20 2020, 10:41 PM
Zet   აუ მეგობრებო, ჩენე...   Aug 1 2020, 12:14 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 9th May 2024 - 03:16 PM