IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> მედიტაცია
David Monny
post Oct 17 2020, 12:15 AM
Post #21


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 847
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 16th October 2020 - 05:20 PM) *
გეთანხმები,გამომიცდია, მაგრამ კაი რამეა

laugh.gif დარწმუნებული ვარ. მე კრევეტების ბირიანი მირჩევნია, პიტას კრატუნა პურთან და დაალთან ერთად.
თუ თეატრალური დაამთავრე, ექიმად ვერ იმუშავებ. არავის სჭირდება შენი არტისტულობა, თუკი პაციენტს დაღუპავ.
ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.
თუ გასხივოსნებას ეძებ, მსგავსი ნონსენსიდან თავი შორს უნდა გეჭიროს.
თუ განტვირთვას ეძებ, ვინ მამაძაღლი ხმა ამოვიღო, ზოგს აშტანგა იოგა ხიბლავს, პოზებში წელვა და სხვ.
ზოგს ბლექ მეტალი, ან ბრუტალ დეს მეტალის მოსმენა, ზოგი ხშირად მასტურბირებს, ზოგი ხატავს, ზოგი მღერის,
უამრავი ჰობი არსებობს და ყველა ჰობმა მიჩევა იცის.
გასხივოსნებას კი ვერ მიეჩვევი და ვერც ჰობად გაიხდი, თუ რა თქმა უნდა სპეკულიანტი არ ხარ.
სპეკულირება ნებისმიერი თემით შეიძლება და სამსარას ხიბლიც ამაშია.
სამსარა ჰგავს მაკდონალდსს. მაკდონალდსში ან ქეიეფსიში ხინკლის საჭმელად არ მიდიხარ.
ეგ, ე.წ. მედიტაციები იგივეა მაკდონალდსში იჯდე და ითხოვდე ხინკალი მომიტანეთო.
- არ გვაქვს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამსარაში. გადახედეთ მენიუს.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Oct 17 2020, 12:21 AM
Post #22


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 847
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როგორც ტიბეტელმა ლამამ უპასუხა მოწაფეს, რა აზრი აქვს ამდენი ხალხი რომ ზის და მედიტირებს 24 საათი მონასტერშო,
ლამამ, გონებამახვილურად მიუგო, რაც მთავარია აქ როცა ზიან გარეთ არ დაბორიალობენ, არ ქურდობენ, არ კლავენ და არ აუპატიურებენ ხალხსო


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Oct 17 2020, 12:24 AM
Post #23


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(David Monny @ Oct 16 2020, 12:26 PM) *
თუ პატიოსანი აღოჩნდი და არა შარლატანი, ცხადია აგრძელებ ძიებას, რადგან ვერც ჯივაში და ვერც აჯივაში შენი თავი ვერ იპოვე.

შემდეგ ეტაბს მე დავარქვი შივა და ასეც ჰქვია. შივა, ანუ არც ჯივა და არც აჯივა. ჯივას დავარქვათ ყოფნა, აჯივას არყოფნა, მთლიანობას რომ ეძახიან, ყველაფერი ერთი იყო, ყველა მიყვარდა და სხვ. და შივა, ანუ არც ყოფნა და არც არყოფნა. დიახ, არის ასეთი მდგომარეობა, ჯერ კიდევ არისტოტელემ დაარქვა სახელი ენტელექეია, მოგვიანებით ლაიბნიცმა გადაარქვა და დაარქვა ენერგია.
რა მნიშვნელობა აქვს რა ქვია, ენტელექეია, ენერგია, შივა თუ ნუგზარი? მთავარია არის ასეთ მდგომარეობა.
ამას ჰქვია ნირვიკალპა სამადჰი, იგივე ნირვანა, იგივე მოკშა, ფანა და სხვ.

და როდესაც აქაც იქნები უკვე ნამყოფი, აი, დაახლოებით ისე, პარიზი, ჰმ, ნამყოფი ვარ, რა გაინტერესებს? ეიფელის კოშკი, თუ ნაპოლეონის საფლავი?
და, როდესაც შივაშიც იქნები უკვე ნამყოფი და იქაც, ცხადია, ვერ აღოაჩენ შენ თავს, ეს ჭირი, რასაც მაძებელი და ძიება ჰქვია, იშლება, ინგრევა და მაგ წამს უწოდებენ გასხივოსნებას.


მადლობა ძალიან კარგი პოსტია
good.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Oct 17 2020, 12:29 AM
Post #24


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბარემ აქ დავდებ მერე კიდევ გადავხედავ
დავითის თემა
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=2216
სამადჰი, პირადი გამოცდილება
Go to the top of the page
 
+Quote Post
nancho41
post Oct 19 2020, 07:21 PM
Post #25


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 69
Joined: 6-December 17
Member No.: 7,673

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მედიტაცია ღმერთთან ლაპარაკიც არის და ამას წერს ელიზაბეტ ჯილბერტი თავის წიგნში ჭამე, ილოცე, შეიყვარე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Oct 19 2020, 11:43 PM
Post #26


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 847
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



nancho41
QUOTE(nancho41 @ 19th October 2020 - 07:21 PM) *
მედიტაცია ღმერთთან ლაპარაკიც არის და ამას წერს ელიზაბეტ ჯილბერტი თავის წიგნში ჭამე, ილოცე, შეიყვარე.

რომელ ღმერთთან? მორიგი იდიოტია, ეგ წიგნი კი, ტოტალური ნონსენსი, რომელსაც არავითარი მხატვრული ღირებულებაც კი არ გააჩნია, ჩემი აზრით რასაკვირველია.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Oct 19 2020, 11:44 PM
Post #27


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 847
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან გავს იმ იდიოტიზმს, ფსიქოლოგმა მაია ფანჯიკიძემ რომ დაწერა და გაურკვეველ ფრაზებს რომ იმეორებს მეწაღეც კი.
საერთდ ფსიქოლოგები და ოპტიმისტები ცუდად წერენ, ნუ კითხულობთ მაგათ ნაჯღაპნებს.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Oct 20 2020, 12:01 AM
Post #28


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 847
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იმის თქმა მინდა, რომ თუ გსურთ განტვირთვა, თერაპია, ჰობი, გართბა, შეგიძლიათ იკითხოთ ჯილბერტიც და ასტრიდ ლინდგრენი,
ასევე უამრავი რამ შეგიძლიათ, მათ შორის უსმინოთ ე.წ. გურუებს, მაგრამ
თუ გასხივოსნება გსურთ, ამისათვის საჭიროა მედიტაცია, ანუ ატმავიჩარა, საკუთარი თავის გამოკვლევა.
ეს არ არის ჰობი. ეს არის ბილეთი ერთ ბოლოში. როდესაც ამ გზაზე დგები, უკან დასაბრუნებელი გზა აღა არის.
გასხივოსნებას თუ ჰობად გაიხდი, ისევე როგორც კითხვას, იოგას, ფიტნესს, ცურვას, სექსს და ა.შ. ამით დაკარგავ მას.
ამიტომ თავიდანვე უნდა იცოდე რა გინდა.
მე არ ვარ წინააღმდეგი გართობის და დროსტარების, არც ჰობის და თერაპიის,
მე წინააღმდეგი ვარ არევის, როცა გასხივოსნებას ურევენ ამათში.
არავინ ასხამს ყავას ჩაიში, ან არავინ ჭამს უნიტაზზე დამჯდარი.
ყველაფერს თავისი ადგილი და დრო აქვს.
თუკი ყველაფერს ერთმანეთში ავზილავთ, მოგვიანებით ვეღარც კი შევამჩნევთ იმ მცირედ განსხვავებასაც კი,
რითც ცხოველებისგან განვსხვავდებოდით. ღიირს ამად?


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Today, 10:44 AM
Post #29


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამოვწიოთ ეს თემა. წლების განმავლობაში არაერთი სისტემით მედიტაცია ვცადე, მაგრამ საკუთარი ჭეშმარიტი მე-ს განცდის შედეგი მაინც არ მქონდა. შედეგები მქონდა, მცირე დროით ნეტარების მდგომარეობაში აღმოჩენას თუ შედეგად ჩავთვლით, რომელიც მალევე ქრებოდა და არანაირი "პრაქტიკული სარგებელი" (ცნობიერების შეცვლა) არ მოუტანია სულიერების გზაზე. შემდეგ რამანა მაჰარიშს და მის მოსწავლე რობერტს ადამსს გადავაწყდი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი წარმოდგენა მედიტაციაზე და რეალური შედეგებიც დამიდგა. ორი სიტყვით მაჰარშის მედიტაციის ან უფრო სწორად თვითკვლევის პრინციპი ასეთია: ის ამბობს არაა საჭირო ლოტოსის პოზაში დაჯდომა და რამეზე მედიტირება. იმიტომ, რომ როცა ამას ვაკეთებთ, ჩვენ მოვიაზრებთ, რომ ვართ სუბიექტი, რომელიც ობიექტზე მედიტირებს, მაგრამ ეს შეცდომაა, რადგან ეს ეგო მედიტირებს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ჭეშმარიტი მე, ამიტომ გრძელი გზით არ უნდა წავიდეთ - ის სუბიექტი რომელიც მედიტირებს შეიძლება როდესღაც მივიდეს ჭეშმარიტ მე-მდე, მაგრამ არ ჯობს უფრო მოკლე გზა ავიჩიოთ, გავაქროთ ეს სუბიექტი პირდაპირ სულიერ მე-ში გადავიდეთ? ამას მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ამისთვის კი გვთავაზობს ასეთ მეთოდს - როცა ფიქრები მოგვდის და შინაგანი დიალოგი ირთვება დავსვათ კითხვა "ვინ ვარ"? "ვის მოსდის ეს ფიქრები" პასუხი იქნება - მე. "მაშ, ვინ არის ეს მე"? ამ დროს დგება პაუზა, და ხვდები, რომ ეს "მე" ეგოა და მას მოსდის ყველა ფიქრი. ანუ აქრობ ამ ყალბ მე-ს და შესაბამისად ქრება ყველა ფიქრიც. ძალიან მარტივი და თან ცოტა რთული ასახსნელია. მეც თავიდან ვერ გავიგე კარგად, სანამ პრაქტიკა არ დავიწყე. ეს პრაქტიკა იქცა არა რაღაც განსაზღვრულ მონაკვეთად დღის განმავლობაში, არამედ ცხოვრების შემადგენელ ნაწილად მთელი დღის განმავლობაში.
აქვე ჩემს მცირე თარგმანს დავდებ მაჰარშის წიგნიდან (Be As You Are: The Teachings of Sri Ramana Maharshi) რომელიც უნდა დაგეხმაროთ ვინც ამ მიმართულებით დაინტერესდება და მერე თავად უკეთ გაერკვევით.

....."ადვაიტას და მაჰარშის მიდგომები პრაქტიკასთან დაკავშირებით განსხვავდებოდა რადიკალურად. მაჰარში ემხრობოდა თვითკვლევას, ვედანტას მიმდევრები კი გვირჩევდნენ მედიტაციის სისტემას რომელიც იყენებდა ინტელექტის მეშვეობით იმის მტკიცებას, რომ ატმანი ერთადერთი რეალობაა. ისეთი მტკიცებები როგორიცაა „მე ვარ ბრაჰმანი“, ან „მე ვარ ის“, ჩვეულებრივ მანტრების სახით გამოიყენება. ან უფრო იშვიათად, პრაქტიკოსი მედიტირებს მათ მნიშვნელობაზე და ცდილობს განიცადოს ამ დებულებების შინაგანი მნიშვნელობა.
რადგანაც თვითკვლევა ხშირად იწყება კითხვით "ვინ ვარ", ბევრი ადვაიტეს მიმდევარი თვლიდა რომ პასუხი უნდა გაეცეს - "მე ვარ ბრაჰმანი". და ამ ჭკუისმიერი პასუხით კავდებოდნენ. რამანა აკრიტიკებდა ასეთ მიდგომას - ჭკუა, რომელიც მუდმივად დაკავებულია გამზადებული პასუხების გამეორებით, ვერ შეძლებს მათ წყაროში ჩაღრმავებას და გაქრობას. ასეთივე კრიტიკულად უდგებოდა მათ, ვინც ცდილობდა „ვინ ვარ“ მანტრასავით გაემეორებინა. მისი აზრით ორივე მიდგომას თვითკვლევაში მთავარი გამორჩება: კითხვა „ვინ ვარ“ არ არის არც ჭკუის ანალიზისთვის და მისი ბუნების შესახებ დასკვნების გასაკეთებლად, არც მანტრული ფორმულა. ეს არის უბრალოდ ინსტრუმენტი, რომელიც ყურადღების მიმართულებას გადაადგილებს ფიქრების და აღქმების ობიექტებიდან იმაზე, ვინც ფიქრობს და აღიქვამს.
რამანას აზრით საკითხის „ვინ ვარ“ ამოხსნას ვერ ვიპოვნით ვერ ჭკუაში, ვერც ჭკუით. რადგან ერთადერთი სწორი პასუხი არის „ჭკუის არარსებობის განცდა“.
ადამიანი, რომელიც უარყოფს „მე ის არ ვარ, მე ეს ვარ“, ვერ უარყოფს „მე“-ს. იმისთვის, რომ ვთქვა - „მე ის არ ვარ, ეს ვარ“, ამისთვის უნდა არსებობდეს მე. ეს მე კი ეგოა. ან „მე“ ფიქრი. სხვა ყველა ფიქრი ჩნდება ამ „მე“ ფიქრის გაჩენის შემდეგ. რომელიც შესაბამისად მთავარ ფიქრ-ფესვს წარმოადგენს. თუ ფესვს ამოვიღებთ, აღმოიფხვრება სხვა ფიქრებიც. ამიტომ უნდა ვეძებოთ მე-ფესვი, „ვინ ვარ“ კითხვის მეშვეობით. და სხვა ყველა ფიქრი გაქრება და დარჩება მხოლოდ სუფთა ატმანი.
კითხვის დასმისას „ვინ ვარ“, კონცენტრირება უნდა მოვახდინო შიგნით, სადაც წარმოიქმნება „მე ვარ“ ფიქრი - სხვა ყველა ფიქრის საფუძველი".


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 26th April 2024 - 06:35 PM