Help - Search - Members - Calendar
Full Version: სამადჰი [2]
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ეზოთერული განყოფილება
Pages: 1, 2, 3, 4
David Monny
დღეს ან ხვალ, სჯაიპით უნდა ველაპარაკო გასხივოსნებულ ადამიანს. თუ რამე კითხვები გაქვთ დაწერეთ აქ და თქვენი სახელით ვკითხავ. მას ქვია ანანტა. შემდეგ გაჩვენებთ ვიდეოებსაც და ჩემ ვიდეოსაც ჩავიწერ
tikoroma
სულელური კითხვები ხომ შეიძლება? biggrin.gif

მე მაინტერესებს: როგორ მივაღწიოთ მაგ მდგომარეობას, გასხივოსნებას? ეს ნიშნავს ყველაფრის ცოდნას, ჭეშმარიტების გაგებას (ყველაფერზე - სმაყაროზე, ღმერთზე, საკუთარ თავზე?). რა მოხდება, თუ ამის გარეშე მოვკვდები? აუცილებელია, რომ ამ მდგომარეობამდე მივიდე,მოვასწრო სიკვდილამდე გასხივოსნება? მე ჩემზე დავსვი კითხვები მაგრამ - ეს ზოგადად რომ ახსნას sad.gif

ვიდეო რა ენაზე იქნება? ინგლისურად?
ichi
David Monny
QUOTE(David Monny @ 9th June 2015 - 05:00 PM) *
თუ რამე კითხვები გაქვთ დაწერეთ აქ და თქვენი სახელით ვკითხავ

კითხე რა არის სიყვარული და რაშია საჭირო?
კითხე ვინ ვართ ადამიანები?
tikoroma
ჰა ჰაა, მე რა ეგოისტი ვარ biggrin.gif
მაგრამ ეგ კითხვები მაქვს მაინც ;დ
David Monny
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 9th June 2015 - 05:06 PM) *
ვიდეო რა ენაზე იქნება? ინგლისურად?

რუსულად, რუსულად ლაპარაკობს.

რაც დაწერეთ ყველაფერს ვკითხავ. კიდე თუ გაქვთ ან ვინმეს თუ უნდა რამის კითხვა თქვენს ირგვლივ.
ალბათ სტივ ფორდსაც დაველაპარაკები, ვნახოთ. ეს უკანასკნელი ინგლისელია. ვნახოთ ვნახოთ.
მაგრამ ანანტა სამადჰიში იყო სუტად ჩემნაირად, რო ვუყურებდი ჩემი თავი მეგონა, მაგრამ ახლა ამბობს რომ გათავისუფლდა ყველაფრისგან.
tikoroma
ციტატა(David Monny @ 9th June 2015 - 04:30 PM) *
სტივ ფორდსაც

ვინ არის?
ano
რატომ შექმნა ღმერთმა მატერიალური სამყარო?
ან ჩვენ რატო ვართ?
რატომ არაფერი ვიცით?
ნოლიდან ვსწავლობთ ათას სისულელეს, რატო? რატო ვწვალობთ?
უბრალო ადამიანები თითქმის სულ წვალობენ და ვერ კმაყოფილდებიან ვერასდროს ვერაფრით.
რატო ვართ ეგოისტები?

რატო ვისახავთ მიზნებს მისაღწევად?

მგონი ისედაც ვიცი პასუხები ბუნდოვნად მაგრამ მაინც rolleyes.gif

ano
ხო მიხვდი რომ შენ ხარ ყველაფერი: ცოცხალი არსებებიც, არაცოცხალიც, ხარ ყველა ერთად,
რატომ მოგინდა დაყოფა ათას ნაწილად? სხვადასხვა როლის თამაში? თან ისე შეიჭერი როლებში რო ვეღარ გამოდიხარ laugh.gif
ano
თუ გინდა მეც ვიყო ჩემს თავსაც ვეკითხები რაში დამჭირდა დაბადება, და ამ როლის თამაში?
David Monny
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 9th June 2015 - 05:32 PM) *
ვინ არის?


ბრიტანელი ადვაიტის მასწავლებელი, რეალიზებული ( გასხივოსნებული).
David Monny
ano
ყველა კითხვას ვკითხავ
tikoroma
მეც მაქვს რაღაც პასუხი - ყველაზე მეტად ჩემთვისაა მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, თუ ვინ ვარ, რას წარმოვადგენ, რატომ ხდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მაინტერესებს, იმიტომ რომ ვერ ვისვენებ ამის ცოდნის გარეშე. ამიტომაც უნდა მივიდე პასუხამდე - გასხივოსნებამდე. (მე იმასაც ვუშვებ რომ შეიძლება ესეც ილუზია აღმოჩნდეს ბოლოს)...
ვნახოთ თუ დაემთხვევა...
David Monny
tikoroma
ისეთი კითხვები დაწერე რომელზეც პასუხი არ გაქ და გაინტერესებს ნებისმიერი რამ, არა თუ გინდა ნუ დაწერ smile.gif)))))
tikoroma
არ მაქვს, მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ საჭიროა ჩემთვის ამის გაგება, რა ხდება და რატომ არ ვიცი
mata
მე არ მინდა ეგ ვიღაც ანანტასთან საუბრები...

წინააღმდეგი ვარ
David Monny
tikoroma
ანუ ყველა კითხვაზე გაქვს პასუხი?
არ დავინახო რამე მკითხო თორე მოგკლავ biggrin.gif sticktongue.gif hilarioustu8.gif
tikoroma
;დ არა, ეგ არ მიგულისხმია laugh.gif

აი მოკვლაზე გამახსენდა - ადამიანი კეთილია თუ ბოროტი აქვს მნიშვნელობა? ცოდვა, ცოდვის ჩადენა რას ნიშნავს? რატომ უნდა ვერიდოთ?
რეინკარნაცია არსებობს? თუ არსებობს, რას ფორმით?
ცხოველებს აქვთ სული ადამიანთა მსგავსად?

სივრცე სადაც ვარსებობთ, დაყოფილია განზომილებებად - ჩვენი მატერიალური, მერე ასტრალური და შემდეგ ნაკლებად მკვრივი სამყაროები, დაბალი და მაღალი სიხშირის სამყაროები, მოკლედ - არსებობენ ისინი და გავდივართ იქ გარდაცვალებისას ჩვენი სულიერი მდგომარეობების მიხედვით?

საერთოდ, სამყაროს აღწერა მაინტერესებს მოკლედ. ბევრი ხომ არაა ;დ
David Monny
tikoroma

QUOTE(tikoroma @ 9th June 2015 - 07:41 PM) *
ბევრი ხომ არაა ;დ

არა.
რამოდენიმე კითხვა იგივე ჩემი კითხვაა და გავაერთიანებ ორივეს სახელით. რამდენი კითხვაც გინდათ. შეგიძლია თუ ვინმეს რამე აინტერესებს. შეუზღუდავი რაოდენობის კითხვები
tikoroma

David Monny
ციტატა(David Monny @ 9th June 2015 - 06:48 PM) *
რამოდენიმე კითხვა იგივე ჩემი კითხვაა და გავაერთიანებ ორივეს სახელით. რამდენი კითხვაც გინდათ. შეგიძლია თუ ვინმეს რამე აინტერესებს. შეუზღუდავი რაოდენობის კითხვები

კი, როგორ გინდა.

კიდევ: მესმის რომ მარადიული არაა ჩვენი ფიზიკური ცხოვრება, გინდაც ილუზიაა ეს ყველაფერი, მაგრამ რადგან ახლა აქ ვართ, კითხვასა დავსვამ:

უნდა ვეძებოთ თუ არა ჩვენი მისია და განვახორციელოთ აქ, დედამიწაზე? თუნდაც ასტროლოგიური მონაცემები რასაც გვეუბნება, თუნდაც გულის კარნახს მივყვეთ, ან ღმერთი ვეძებოთ, ან სრულყოფილებას მივაღწიოთ, როგორც ქრისტე ამბობს?
David Monny
კარგი. ახლა გადავწერ ყველა კითხვას ფურცელზე.
David Monny
ავტორებიანად
ano
groupwave.gif groupwave.gif
David Monny
ორჯერ იწერება მაპატიეთ ინტერნეტის ბრალია
David Monny
შეგიძლიათ სამადჰიზეც კითხოთ და პირადი კითხვებიც. რაიმე პირადი დაკვირვება ან გამოცდილების შესახებ, რომელიც პირადად თქვენ გამოცადეთ.
სამწუხაროდ ქართველი არავინ ვიცი გასხივოსნებული ოსტატი. ახლა ჩამოვთვლი ვისთან ვისაუბრე და შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში, მაგრამ რუსული და ინგლისური იქნება.

1. армен гегам
2. Сумиран
3. Lisa Cairns
4. Steve Ford
David Monny
.
tikoroma
როგორაა საქმეები?
David Monny
tikoroma
დღეს ველაპარაკე Armen Gegam_ს. და ჩავიწერე ინტერვიუ. ახლავე დავდებ
David Monny
ეს არის ვიდეოს დასაწყისი ინტერვიუ გეგამთან, რომელიც ჩავწერე დღეს. პროგრამა რომლითაც ვიწერდი არასრული ვერსია აღმოჩნდა და ჩაიწერა მხოლოდ 7 წუთი. ამის მერე ჩავიწერე მობილურით. ჯამში არის 54 წუთი და ყველა კითხვა რაც გქონდათ დავუსვი, მათშორის ჩემიც. ინტერვიუ არის რუსულ ენაზე. ახლა ვდებ 7 წუთიან ვიდეოს

თიკოს კითხვებით იწყება, შემდეგ იჩის 2 კითხვა და შემდეგ ანოს კითხვები. ბოლოს კი ვკითხე ჩემი კითხვაც.

ხვალ ჩავწერ ანანტასთან ინტერვიუს

tikoroma
bf_nonew.gif blink.gif ph34r.gif
გმადლობ
David Monny
გვიან დავდებ დანარჩენ 47 წუთიან ვიდეოს. ახლა ვტვირთავ youtube-ზე
earth
სადაურია, სომხური აქცენტი აქვს?
David Monny
გვარად არის გეგამიანი, სომეხია. ცხოვრობს მოსკოვში
David Monny
ხვალ მექნება ინტერვიჰ ალეკსეი ნავეტნისთან Ananta. იგივე კითხვებს დავუსვამ იგივე თანმიმდევრობით. თუ ვინმეს გაქვთ კითხვები დაწერეთ და თქვენი სახელით ვკითხავ. ნებისმიერი კითხვა შეუზღუდავი რაოდენობით
David Monny
სამდჰის სახეობებზე თუ გაინტერესებთ რომელ სამადჰის მოსდევს გასხივოსნება და ა.შ.
ano
ვუყურე საინტერესოა,
თუ მოინდომა რაიმეს შეცვლა ადამიანმა შეძლებს? თუ აზრი არ აქვს და ყველაფერი წინასწარაა დაპროგრამებული?
ანუ რისი შეცვლა შეიძლება და რისი არა?
ჯერჯერობით ეს კითხვა გამიჩნდა იმ საუბრიდან რაც მოვისმინე,
ის ადამიანი თითქოს არაფერს არ ცვლის ფიზიკურ სამყაროში, გაგება შეეცვალა
და რაღაცეები თავისით გვარდებაო თუ რაღაც ამდაგვარი აზრი გამოვიტანე,
თუ ურალოდ სხეულზე თქვა ეს, რომ სხეულს ზოგჯერ ტკივაო
ano
დეჟავუ რა არის?
მომენტი რომელიც თითქოს უკვე იიყო და ისევ მეორდება, ზუსტად იგივე მომენტი დეტალურად, ოღონდ წამებში
თითქოს იგივე მეორდება არა მეორედ არამედ თითქოს მეექვსეჯერ, ზუსტად ვერ ვითვლი ხოლმე მე4 ჯერ მე5 ჯერ თუ მე 6 ჯერ
თითქოს ეს უკვე იყო ოდესღაც, ამ მომენტს რა იწვევს?
თუ არის რამე კავშირში მაგ გაგებასთან მაინც ვიკითხე, იმიტომ რომ რამოდენიმე წუთის წინ მქონდა დეჟავუ და მომინდა მეკითხა
ano
ჯანმრთელობას თუ უფრთხილდებიან? რეჟიმს თუ იცავენ? სიგარეტს თუ ეწევიან? ზრდილობიანად თუ არიან?
ხორცს თუ ჭამენ? როგორ იძინებენ? სიზმრებს ხედავენ? ბრაზდებიან? უხარიათ?
უმეტესად როგორი გრძნობები აქვთ?
rolleyes.gif
David Monny
ანო

ამ კითხვებსაც დავამატებ კიდევ გაქვს რამრ?
და ძველებსაც და ყველას ერთად დავუსვამ ხვალ ალეკსეის
ano
კარგი მადლობა, კითხვები ბევრი მაქვს მაგრამ არ ვიცი ჯერ რა biggrin.gif
მოვიფიქრებ მერე ჩამოვაყალიბებ
David Monny
პირველი ვიდეო რაც დავდე არის 4 წუთი, ახლა მეორეს ვდებ არის 47 წუთი და მესამე 7 წუთი. ეს ყველა ერთი და იგივე ინტერვიუა, უბრალოდ რამოდენიმეჯერ მომიწია კამერის გამორთვა და ჩართვა და ამიტომ არის 3 ნაწილი.
იწყება tikoromas კითხვებით, შემდეგ ichi-ის 2 კითხვა და შემდეგ ანოს კითხვები. ბოლოს ჩემი კითხვა.



ano
უნდა მიიღო ცხოვრება ისეთი როგორიც არის და რაღაც ობრაზებთან თავი არ უნდა გააიგივოო
არ იფიქრო რომ ეს კარგია და ეს ცუდი, ამიტომ უნდა აღიარო რომ იყოს ნება შენი როგორც საჭიროა ისე იქნება
იმიტომ რომ ზოგ მომენტში რაღაც შეიძლება ცოდვათ ჩაითვალოს და მეორე მომენტში აღარ. ამიტომ მარტო ღმერთმა იცის, შენ ვერ განსჯი, დაე იყოს ეს მისი ხელები, მისი ფეხები და მან იცხოვროს ეს ცხოვრება,, თითქოს შენს ადგილს უთმობ მას,
რაც ჩვენ ვიცით არის მხოლოდ გუშინდელი დღე, ანუ გუშინ რა იყო სწორი და რა არასწორი, მაგრამ ხვალ არ ვიცით რა იქნება,
ხალხი იცვლება ყველაფერი იცვლება, დღეს ერთი ადამიანი შენი მეგობარია ხვალ მტერი და მტერი შეიძლება ბეგობარი გახდეს ყველაფერი იცვლება.
წინდაწინ არაფერია განსაზღვრული, ჩვენ კი გვინდა ყველაფერი წინასწარ ვიცოდეთ მაგრამ ეს შეუძლებელია.
შეიძლება ადამიანმა აირჩიოს რომ კარგად მოიქცეს და კარგად იცხოვროს ეს კარგია მაგრამ ბოლოს მაინნც მაგითი ვერ გაიგებს
რა არის სიყვარული, როცა იღებ ისეთს როგორც არის არაფერ ს არ გამოელი, არ არის მე შენ ეს სამაგიეროდ შენ მე ეს...
ასევე თანაგრძნობა და გაზიარება, როცა გიხარია და სხვას უზიარებ, როცა გწყინს და თანაგიგრძნობს ან იღებ მის ტკივილს და იზიარებ, სიხარულსაც და მწუსარებასაც.

რა სჭიროა მატერიალური სამყარო? იმისათვის რომ გამოავლინო შენი თავი, იცოდე რომ ხარ, სხვაგვარად არ გეცოდინება რომ არსებობ, იგივეა მსახიობი უსცენოდ, ამ როლის ტამაშით ვიცით ჩვენ რომ ვარსებობთ სხვაგვარად არ გვეცოდინებოდა.

(მე რაც მაინტერესებდე წინასწარ განსაზღვრულობასთან დაკავშირებით, უკვე კი უპასუხა ამ ადამიანმა, ანუ წინასწარ არაფერი არ არის განსაზღვრული და როდესაც შენ ცდილობ განსაზღვრო და ჩარჩოში მოაქციო ეს იწვევს ტანჯვას)

გასხივოსნებული ადამიანი ტავისით არაფერს არ აკეთებს, ყველა მოქმედება მასში იბადება და ვლინდება გამორიცხული არანაირი ქმედება არ არის გამომდინარეობს სიტუაციიდან, შეიძლება ვიღაცას დაეხმარო ვიღაცას არა, მაგრამ ამას შენ არ აკეთებ ამას ღმერთი აკეთებს..
ადამიანს თავისუფალი ნება აქვს? ღმერთს კი. სინამდლილეში ღმერთის სხეულივართ ეს მისი ნებაა.
როდესაც გამოდიხარ გონების მდგომარეობიდან შედიხარ მუდმივის სამყაროში
ნებისმიერი ცოდნა იწვევს ეჭვს, ამიტომ აზრი არ აქვს ამას, ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გაგება რომ მარადიული ხარ და აღარაფერ არ აქვს მნიშვნელობა
რარაც კითხვები კი დამისვი მაგრამ კიდევ რომ გაყვე მიხვდები, რომ სინამდვილეში არცერთი კითხვისათვის არ მიპასუხია, იმიტომ რომ არავინ არაფერი იცის, ერთადერთი რაც ვიცი ეს არისს რომ ვაღთ მარადიულები და ეს ხსნის ყველა კითხვას
მე ვარ ადამიანი რომელმაც არაფერი იცის და ძალიან კარგი, იმიტომ რომ ყველა პრობლემა ცოდნიდან მომდინარეობს.

ხარაშო დავით ჯან სპასიბა rolleyes.gif

რაღაც თარგმანის პონტში გამომივიდა
მადლობა დავით clap2.gif
David Monny
ano
QUOTE(*ANO* @ 11th June 2015 - 09:15 AM) *
რაღაც თარგმანის პონტში გამომივიდა 
მადლობა დავით 

ძალიან მაგარი თარგმანია. სიტყვასიტყვით და შინაარსის დაუკარგავად. ძალიან მაგარი. ანო ჯან smile.gif

QUOTE(*ANO* @ 11th June 2015 - 09:15 AM) *
რარაც კითხვები კი დამისვი მაგრამ კიდევ რომ გაყვე მიხვდები, რომ სინამდვილეში არცერთი კითხვისათვის არ მიპასუხია, იმიტომ რომ არავინ არაფერი იცის, ერთადერთი რაც ვიცი ეს არისს რომ ვაღთ მარადიულები და ეს ხსნის ყველა კითხვას


ანუ ადრეც ვამბობდი და არმენმაც ეგ თქვა. ერთია, როცა კითხვებზე პასუხებს იღებ, ხომო მეორე როდესაც კითხვები აღარ გაქვს. ამ ორს შორის ცა და მიწასავით განსხვავებაა.
old_man
მადლობა დავით. ჩემთვის ახალი არ თქმულა, მაგრამ რაღაცნაირად შეიკრა ყველაფერი.
მთავარია ეს ყველაფერი ადამიანის მსოფლმხედველობაში ჩაჯდეს და არ გახდეს რაღაც თეორიასავით, რომელსაც წაიკითხავ, იტყვი ჰო, ასეა და გვერდით გადადებ...
David Monny
old_man
QUOTE(old_man @ 11th June 2015 - 09:49 AM) *
მადლობა დავით. ჩემთვის ახალი არ თქმულა, მაგრამ რაღაცნაირად შეიკრა ყველაფერი. 
მთავარია ეს ყველაფერი ადამიანის მსოფლმხედველობაში ჩაჯდეს და არ გახდეს რაღაც თეორიასავით, რომელსაც წაიკითხავ, იტყვი ჰო, ასეა და გვერდით გადადებ...


ნამდვილად, ან შეინახავ მეცნიერული ნაშრომივით და მერე წიგნს გამოუშვებ. ამ წიგნში ყველაფერი სწორი იქნება, მაგრამ რაა რო? იმიტატორი ბევრია. რეალური კი ცოტა. საერთოდ ვისაც არ ვესაუბრე, ახალს არავინ არაფერს ამბობს. უბრალოდ ყველსა თავისი ტერმინოლოგია აქვს და ცოდნა. მაგრამ ყველა მათგანი ამას იყენებს გასხივოსნებაზე მისანიშნებლად.
დღეს კიდევ ერთი ინტერვიუ მექნება იგივე კითხვრბით და კიდევ სხვა კითხვებით. თუ რამე გაიმტეტესებს ვკითხავ. ეს სხვა პიროვნებაა.
Mechanical Sheep
blush.gif კარგია. მადლობა დავით. მადლობა კითხვები რომ დასვით ფორუმელებო. მე არ მაქვს კითხვები თორემ შემოგეშველებოდით ;დ. bigarmhug.gif ახლა საინტერესოა მეორე ადამიანი რას იტყვის იგივე კითხვებზე. ჰმ ჰმ... ველოდები
td.........
tty_
მეც არ მაქცს კითხვები..biggrin.gif მეგონა მქონდა და რომ დავფიქრდი ვერ აღმოვაჩინე...

ერთი მარადიული გრუზინული კიტხვსი გარდა-გვეშველება რამეეე?! ოღონდ ამ პრონანსით! biggrin.gif
Mechanical Sheep
td.........
გვეშველება მა რა იქნება როო?! არარის სხვა საშველი თვარა, ქე ვიტყოდი ხოიცი. ღრუზინებს კიდე რა უნდათ საერთოდ, რას იწელებიან. არა განა რამე სათქმელი მაქვს.. ცხოვრებაა აგერ. მოვა დრო და განჯის ყველასა, შენცა და მეცაა.. აი ეს არის ყველაფერი, გინდა სამადჰიცა და გინდა სხვა რამეცაა. ფსიო
David Monny
td.........
QUOTE(td......... @ 11th June 2015 - 11:49 AM) *
David Monny
სად გაჩითე ეს როჟა?

სომეხია და რუსეთში ცხოვრობს. იყო ჩვეულებრივი მაძიებელი. 6 წელი აკეთებდა მედიტაციებს და პრაქტიკებს. ამან ვერ გასცა კითხვებზე პასუხი, პირიქით ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდაო. მატერიალური პრობლემებიდან სულიერ პრობლემებში გადავარდიო.
ქონდა განცდები რომელიც თვეობით გრძელდებოდა, სხვადასხვანაირი, მაგრამ ერთხელ მოუვიდა სავიკალპა სამადჰი, შემდეგ ამას მოყვა ნირვიკალპა სამადჰი და ამის შემდეგ გასხივოსნდა. ეს თვითონ მომიყვა თანმიმდევრულად.
David Monny
tty_
QUOTE(tty @ 11th June 2015 - 12:01 PM) *
კარგია. მადლობა დავით. მადლობა კითხვები რომ დასვით ფორუმელებო. მე არ მაქვს კითხვები თორემ შემოგეშველებოდით ;დ. ახლა საინტერესოა მეორე ადამიანი რას იტყვის იგივე კითხვებზე. ჰმ ჰმ... ველოდები

კი მეორე ადამიანი რას იტყვის ძალიან საინტერესოა იგივე კითხვებზე. ამ პიროვნებას არ ვიცნობ, მაგრამ მგონია რომ ახლაც სამადჰიშია, რადგან ნეტარების შეგრძნება რაც სამადჰის მდგომარეობაში გაქვს ვამჩნევ ამ ბიჭს. ზუსტად ასე ვიყავი გარეგნული ნიშნებითაც და მეტყველებითაც. დღეს ვნახოთ რას იტყვის.
tikoroma
ეჰ... ამას ფსიქოლოგიც გვეტყოდა biggrin.gif
და მეც ვეტყოდი ფსიქოლოგს biggrin.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.