Help - Search - Members - Calendar
Full Version: თამაში...
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება > იუმორი, თამაშები, გართობა :)
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12
Zet
იმიტომრომ ჩემი ავატარიდან გადააკატავეს (გადაიხატეს)


ცოცხით პრენა ვის შეუძლია??
Sophia
აუფ, ისე დასვა კითხვა, გეგონება ჯერ არ გვეფრინოს ეზოთერიკებს ღამ-ღამობით ცოცხით girl_witch.gif girl_witch.gif girl_witch.gif girl_witch.gif

31 დეკემბერს რას გადავუფრინოთ?

P.S. არ დაგავიწყდეთ, ახალ წელს ახალი ცოცხები გვჭირდება, ზამთარში კარგად რომ ვიფრინოთ და მთელი წელი რომ გაგვიძლოს !!!
blanca
აუ რამდენი ხანია ცოცხი არ მინახავს და გუშინ ვნახე მაღაზიაში სურნელოვანი დეკორატიული ცოცხი,ძველებური ჩვენებური ფორმის laugh.gif

სოფია, არ გედავები. უბრალოდ მჯერა რომ ერთი ნახვითაც შეიძლება შეყვარება, მიუხედავად იმისა რომ მე არ შემყვარებია. რატომ მჯერა> არ ვიცი, არააქვს რაციონალური ახსნა, ისევე როგორც სიყვარულს.

შენს მოსაზრებასაც ვიზიარებ რომ სიყვარული ურთიერთობაში მოდის. რა თქმა უნდა. რაც უფრო ეურტიერთები მით უფრო გივყარდება და ერთდროს უცნობი ადამიანი ახლობელი ხდება.

მაგრამ ვერ დავყოფ ესე რომ ერთი ნახვით შეყვარება არარის ნამდვილი და ურთიერთობაში მოსული სიყვარული ნამდვილია
სართოდ არ მომწონს გამოთქმა 'ნამდვილი სიყვარული' იმიტომ რომ სიყვარულს თუ უწოდებ ის უკვე ნამდვილია

ირმა
კი სიყვარული ურთიერთობაში მოდის, მაგრამ არსებობს ერთი ნახვით სიყვარული, ხო ესეთი სიყვარული არსებობს ეზოთერიკებში wink.gif , ხომ იცით გრძნობა, რაღაც შინაგანი ხმა, თუნდაც ხმა იმ ადამიანის. არსებობს ერთი ნახვით სიყვარული, მაგრამ ის ძალიან იშვიათი მოვლენაა. სიყვარული არ არის მხოლოდ გარეგნული. რა თქმა უნდა მე პირადად ერთი ნახვით სიყვარულში ადამიანის სურათის ნახვას არ ვგულისხმობ. ეს არის ადამიანის გაცნომა და მასთან პირველი გასაუბრება, კი ასე არსებობს ერთი ნახვით სიყვარული. wub.gif

და რადგან დროა დავსვათ შემდეგი შეკითხვა, გეკითხებით:

აი ახლა ამ წუთში ხართ თუ არა შეყვარებული?
blanca
მეც ამის გარკვევა მინდა ვარ თუ არა, მაგრამ ვიცი რა მინდა : მინდა რომ ვიყო biggrin.gif
ანონომუშკასავით აღარასდროს შემიყვარდება ალბათ sad.gif

რატომ არის პირველი სიყვარული სხვანაირი?
TeO
ციტატა(ირინი @ 9th December 2008 - 09:54 PM) *
აი ახლა ამ წუთში ხართ თუ არა შეყვარებული?


ალბათ, მაგრამ არა კონკრეტულ ადამიანში biggrin.gif უფრო ზოგადად wink.gif

რატომ არის პირველი სიყვარული სხვანაირი?
ირმა
QUOTE(Tea @ 9th December 2008 - 11:09 PM) *
ალბათ, მაგრამ არა კონკრეტულ ადამიანში უფრო ზოგადად

ეს სიყვარულის უმაღლესი ფორმაა მგონი wink.gif
ირმა
QUOTE(blanca @ 9th December 2008 - 11:06 PM) *
ანონომუშკასავით აღარასდროს შემიყვარდება ალბათ

არასოდეს თქვა არასოდეს wink.gif
ირმა
QUOTE(blanca @ 9th December 2008 - 11:06 PM) *
რატომ არის პირველი სიყვარული სხვანაირი?

პირველი ყველაფერი სხვანაირია, უცხოა. პირველი სიყვარული, პირველი კოცნა... რა სიყვარულობანა აგვიტყდა ამ საღამოს bigarmhug.gif

შემდეგი შეკითხვა:

ადვილათ პატიობთ თუ არა თქვენს შეურაცხმყოფს?
TeO
ციტატა(ირინი @ 9th December 2008 - 10:15 PM) *
ადვილათ პატიობთ თუ არა თქვენს შეურაცხმყოფს?

შეურაცხმყოფელი ვინაა? blink.gif laugh.gif ეგრევე გადამდის ხოლმე biggrin.gif


თქვენ?
ირმა
ადვილად ვბრაზდები და ადვილად გადამივლის ხოლმე სიბრაზე.


რა თვისებას არ აპატიებდი ადამიანს?
blanca
წინა პოსტის შესწორება მინდოდა მაგრამ არ მაძლევს საშუალებას შევასწორო blink.gif

აი შესწორებული ვარიანტი:

QUOTE(ირმა @ Dec 9 2008, 11:15 PM) *
შემდეგი შეკითხვა:

ადვილათ პატიობთ თუ არა თქვენს შეურაცხმყოფს?


პატიება შემიძლია, ხან ადვილად, ხან ძნელად. ვიფქრობ ეს ერთერთი დადებითი თვისებაა რაც მაქვს.
მთავარია აპატიო

ზნელად და ადვილად პატიებაში მე საკუთარ თავთან ბრძოლას ვგულისხმობ
რაც უფრო ძნელად გამოგდის პატიება, ჩემი აზრით უფრო ფასეულია. ესე იგი საკუთარ თავთან ბრძოლა დაგჭირდა რომ გეპატიებინა და დაამარცხე საკუთარი თავი. ეს ადვილი საქმე არარის.
ადვილად პატიება ნაკლებად დასაფასებელია ჩემი აზრით, მაგრამ დასაფასებელია ასევე.

ადვილად ბრაზდებით? მე ძაან ძნელად biggrin.gif
blanca
QUOTE(ირმა @ Dec 9 2008, 11:24 PM) *
ადვილად ვბრაზდები და ადვილად გადამივლის ხოლმე სიბრაზე.
რა თვისებას არ აპატიებდი ადამიანს?


რთულად დასმული კითხვაა

გააჩნია ვის სად როდის რატომ როგორ ...

თუ კაცი მინისტრად მინდა არ ვაპატიებ უპასუხისმგებლობას და კიდევ ბევრ რაღაცეებს
თუ შეყვარებულს ვირჩევ არ ვაპატიებ ზერელეობა ქარაფშუტობას და კიდევ ბევრ რამეს
თუ ელჩად ვნიშნავ არ ვაპატიებ პირდაპირობას მაგრამ პირდაპირობას მოვთხოვ მეგობარს. ანუ გააჩნია სიტუაციას

თუ ზოგადადამიანურ თვისებებზე ვლაპარაკობთ მაინც გამიჭირდება დავასახელო უპატიებელი თვისება რადგან კაცნი ვართ ..

ამიტომ უფრო კონკრეტულად თუ დასვამთ კითხვას უფრო შემეძლება ვუპასუხო ვის რას არ ან ვერ ვაპატიებდი smile.gif
blanca
ეხლა გადავხედე და გამეცინა ჩემს არპატიებებზე განსაკუთრებით შეყვარებულის მიმართ biggrin.gif
ყველაფერს ვპატიობ, სხვანაირი სიყვარული როგორია თუ არ 'აპატიე' smile.gif

არ მომწონს ეს სიტყვა როცა მე ვხმარობ: ანუ ვერ ვიტყვი: აი მე შენ გაპატიე. ძაან მედიდურად ჟღერს
ვის რა არ უნდა ვაპატიო თვითონ არსაპატიო-საპატიებელმა laugh.gif wink.gif


blanca
QUOTE(TeO @ Dec 9 2008, 11:37 PM) *
როგორც ვიცი 3 წუთია ვადა wink.gif


მე ბევრს ვფიქრობ - სწრაფად, მაგრამ სიტყვების დაკაკუნებას ბევრი დრო უნდა smile.gif
შესწორება მუდმივად უნდა იყოს შესაძლებელი, ჩემი აზრით.
ირმა
QUOTE(blanca @ 9th December 2008 - 11:34 PM) *
თუ ზოგადადამიანურ თვისებებზე ვლაპარაკობთ მაინც გამიჭირდება დავასახელო უპატიებელი თვისება რადგან კაცნი ვართ ..

yes.gif
QUOTE(ირინი @ 9th December 2008 - 11:24 PM) *
რა თვისებას არ აპატიებდი ადამიანს?

ვთქვი ადამიანს და არა მინისტრს, არა ელჩს და არა შეყვარებულს. აქ ყველას თავის სფეროში მეტი მოეთხოვება, მაგ ჩემის აზრით ექიმს არ ეპატიება უყურადღებობა ავადმყოფის მიმართ, აქ ექიმს არ ეპატიება და ზოგ შემთხვევაში ასეთ ექიმს დიპლომიც კი უნდა ჩამოერთვას, რის შემდეგაც ის აღარ იქნება ექიმი ... ასევე მასწავლებელს არ უნდა ეპატიოს ბავშვის სულიერი ზეწოლვა სხვადასხვა ფორმებით, როგორც ხდებოდა ჩვენთან, ყოველშემთხვევაში ჩემს ბავშვობაში. მახსოვს ჩემი პირველი მასწავლებელი ისე კიოდა, არავითარი სიყვარულის სწავლა არ შეიძლება ასეთი გესტაფო მასწავლებლისაგან. არც ეს ეპატიება მასწავლებელს, ხოლო როგორც ადამიანს ეპატიება, რადგან ვინ იცის რა გრძნობით გამოდიოდა სახლიდან, ან სასაცილო მასწავლებლის ხელფასი არ აკმაყოფილებდა, ეს პიროვნება არ მინდა მასწავლებლად, მაგრამ როგორც ადამიანი არ მძულს.
ასე რომ რა თვისებაა ზოგადად ადამიანში, რომელსაც არაფრით არ აპატიეაბდი?(მე ვიტყვი ჩემს პასუხს. ვერ ვაპატიებ,– არ ვიცი როგორ გამოვთქვა ეს ბინძური სიტყვა, – ვერ ვაპატიებ ვერანაირ შეურაცხყოფას რომელსაც ბავშვებს აყენებენ, ვერ ვაპატიებ მათ სექსუალურ შეურაცხმყოფთ, რომ შემეძლოს ასეთი ხალხის დახრჩობა დავახრჩობდი, ისე ჭიანჭველას არ დავადგამ ფეხცს)
ირმა
QUOTE(blanca @ 9th December 2008 - 11:39 PM) *
შესწორება მუდმივად უნდა იყოს შესაძლებელი, ჩემი აზრით.

თუ მუდმივად იქნება შესაძლებელი შესწორება ზოგიერთი მუდმივად შეცვლის პოსტებს და მერე შენც უნდა ცვალო პასუხები ამ პოსტებზე. როგორც ენა რომ გამოთქვამს აღარ ბრუნდება უკან ესე უნდა იყოს პოსტები. კარგია ადმინს ან მოდერატორებს ვთხოვოთ წაგვიშალოს ესა თუ ის პოსტი.
ირმა
ასე რომ შეკითხვაა:


რა თვისებაა ზოგადად ადამიანში, რომელსაც არაფრით არ აპატიებდი?
blanca
ღალატს
Shou
სიმხდალეს. თუმცა ვერ ვაპატიებდი არა, უფრო რაღაცას დავკარგავდი მის მიმართ, პატივისცემას ალბათ. პატიება და კარგი დამოკიდებულების შენარჩუნება ნებისმიერთან შეიძლება, ალბათ იმასთანაც კი ვინც შვილს მოგიკლავს (ძნელია, მაგრამ შესაძლებელია), უბრალოდ პატივისცემას კარგავ ან გეცოდება ეს ადამიანი და შეცოდება კი ყველაზე საძაგელი გრძნობაა იმათ შორის რასაც კი შეიძლება შენს მიმართ ვინმე გრძნობდეს.

რისი შესწავლა გინდათ ყველაზე უფრო?
ირმა
რისი შესწავლა მინდაა?? ბევრი რამის,– ადამიანის მკურნალობის კი ყველაზე მეტად(ყველა სახის დაავადების განკურნა მაქვს მხედველობაში,– სულიერი თუ ხორციელი)


შენ?
Shou
მე ცეკვის. ქართულ ცეკვებს ვისწავლიდი დიდი სიამოვნებით.

ახალ წლისთვის ყიდულობთ საჩუქრებს?
ირმა
მიყვარს საჩუქრის ჩუქება და ვყიდულოოობ!

სად შეხვდები ახალ წელს?
blanca
QUOTE(ირმა @ Dec 9 2008, 11:55 PM) *
თუ მუდმივად იქნება შესაძლებელი შესწორება ზოგიერთი მუდმივად შეცვლის პოსტებს და მერე შენც უნდა ცვალო პასუხები ამ პოსტებზე. როგორც ენა რომ გამოთქვამს აღარ ბრუნდება უკან ესე უნდა იყოს პოსტები. კარგია ადმინს ან მოდერატორებს ვთხოვოთ წაგვიშალოს ესა თუ ის პოსტი.


შენ რატომ უნდა ცვალო პოსტები? biggrin.gif
ძალიან სერიოზულად აღიქვი რაც ვთქვი.

ენა რეალში ამბობს. ეს ვირტუალური სამყაროა. მე ვერთობი
არავის არაფრის წაშლას არ ვთხოვ. არ მივიჩნევ ესე სერიოზულად აქ დაკაკუნებულს რომ ამზე ვიფიქრო სად რა მაქვს წასაშლელი
უბრალოდ გავღიზიანდი უფრო მეტი მინდოდა დამეწერა და ვერ დავწერე
Sophia
QUOTE(ირმა @ Dec 10 2008, 05:57 PM) *
მიყვარს საჩუქრის ჩუქება და ვყიდულოოობ!

სად შეხვდები ახალ წელს?


ჯერ ალბათ სახლში, მერე მეგობრებს შევუერთდები აუცილებლად.

როცა გშივდება, პირველ რიგში რა გაგონდება? sticktongue.gif ამ წუთას ჩემთვის ყველაზე აქტუალური კითხვა ესაა, უკაცრავად blush.gif







girl_witch.gif


blanca
რა მაგონდება და აუუუ ისევ მომშივდა მეზარება biggrin.gif

საჭმელს არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას. შიმშილი დაკმაყოფილებული უნდა იქნას: ჯანმრთელად, ყოველგვარი ზედმეტი ქონებცხიმების შეწვა მოხრაკვის გარეშე biggrin.gif არც არასდროს არ მომნატრებია რამე საჭმელი. საერთოდ ცოტას ვფიქრობ.
ერთხელ მგონი ნევროზში გადამივიდა ფიქრი, თუ რატოა ჭამა საჭირო. სამი დღე არ ვჭამე, მხოლოდ წყალს ვსვამდი. ნუ რა თქმა უნდა მხოლოდ ნევროზი არ იყო. მაინტერესებდა ახალი შეგრძნებები. ძალიან საინტერესო შეგრძნება იყო. ხორციელმა ქრობა დაიწყო. გონებამ გახსნა და საოცარი სისწრაფით აზროვნება smile.gif

კარგით, დავსვამ მოკვდავთა საყვარელ კითხვას:

თქვენი საყვარელი საჭმელი რაარის? smile.gif

ჩემი ბროწეული და ვაშლი
Shou
ცხელი შოკოლადი.

გყავთ სახლში ცხოველები?
anonymouska
უი, ეს თემა არც კი მინახავს. რა კარგი თემააა. კითხვები იმდენი მაქვს რომ, რამოდენიმესაც დავწერ თუ შეიძლება

პატარა ლეკვი მყავდა, ძალიან საყვარელი და ბუთხუზა. ახლა აღარ მყავს .((

ასე რატომ გვიყვარდება ადამიანი ვირტუალში, როცა ნანახიც არ გვყავს?

გჯერავთ ვირტუალური სიყვარულის? (მეგობრულს არ ვგულისხმობ)
anonymouska
ციტატა(blanca @ Dec 9 2008, 11:06 PM) *
მეც ამის გარკვევა მინდა ვარ თუ არა, მაგრამ ვიცი რა მინდა : მინდა რომ ვიყო biggrin.gif
ანონომუშკასავით აღარასდროს შემიყვარდება ალბათ sad.gif


blanca ეგ არავინ იცის, სიყვარული შეიძლება ისე უეცრად გეწვიოს როცა არც კი ელოდები. ჩემნაირ სიყვარულს არა , მაგრამ გისურვებ ისეთ სიყვარულს, აზრი რომ აქვს "ის" გიყვარდეს.
blanca
QUOTE(anonymouska @ Dec 11 2008, 10:16 PM) *
უი, ეს თემა არც კი მინახავს. რა კარგი თემააა. კითხვები იმდენი მაქვს რომ, რამოდენიმესაც დავწერ თუ შეიძლება

პატარა ლეკვი მყავდა, ძალიან საყვარელი და ბუთხუზა. ახლა აღარ მყავს .((

ასე რატომ გვიყვარდება ადამიანი ვირტუალში, როცა ნანახიც არ გვყავს?

გჯერავთ ვირტუალური სიყვარულის? (მეგობრულს არ ვგულისხმობ)


ლეკვები ძალიან მიყვარს. ეხლა ვათვალიერებდი სურათებს smile.gif

გიყვარდება ის სახე, რომელსაც ეს ადამიანი ქმნის შენს წარმოსახვაში.
ვირტუალურად ძალიან ადვილია ადამიანის სულს შეეხო და მისი სიმები შეარხიო.
გრძნობაც უფრო მძაფრია, იმიტომ რომ მოვლენები ძალიან დაჩქარებულია. პირდაპირ გაცნობაზე გადადიხარ და იგებ ვინ არის ეს ადამიანი. ადამიანის რეალში გასაცნობად თვეები და წლები ჭირდება. ვირტუალურში ზოგჯერ რამდენიმე დღე.

მჯერა, რატომ არა? ესეც ხომ შეხვედრის ადგილია ისევე როგორც კაფე ან დაბადების დღე.
ბევრი დასრულებულა ბედნიერად. ბევრიც უშედეგოდ, ისევე როგორც ყოველთვის

QUOTE(anonymouska @ Dec 11 2008, 10:28 PM) *
blanca ეგ არავინ იცის, სიყვარული შეიძლება ისე უეცრად გეწვიოს როცა არც კი ელოდები. ჩემნაირ სიყვარულს არა , მაგრამ გისურვებ ისეთ სიყვარულს, აზრი რომ აქვს "ის" გიყვარდეს.


მადლობა ჩემო კარგო. შენც იგივეს გისურვებ. smile.gif
აზრი სიყვარულს ყოველთვის აქვს რადგან ეს გრძნობა აბრუნებს დედამიწას ღერძის გარშემო და არა ოქრო ან ვერცხლი.
გავსებს და ცხოვრების მიზანს გაჩვენებს. უბრალოდ გულსატკენია სიყვარული შენს გვერდით არ მყოფ ადამიანს 'დაახარჯო' და აღარ დაგრჩეს იმ ერთისთვის smile.gif
Shou
რა ვიცი აბა, რატომაც არ შეიძლება ვირტუალურ სამყაროში შეყვარება, თუმცა არ ვიცი რამდენად მოხერხდება ამის ”რეალურ სამყაროში” გადმოტანა. მე ასე არ შემყვარებია და ვერ ვიქნები კომპეტენტური rolleyes.gif

ისე მე სახლში წყლის კუ მყავს biggrin.gif

გიყვართ თეატრი?
TeO
მე ძაღლი მყავს- ნიკე biggrin.gif
თეატრიოო? უფრო მიყვარდა და ახლა ისე რა smile.gif

შენ?
anonymouska
მე ისე რა მიყვარს...

სად ისურვებდი მოგზაურობას?

სტოპ! biggrin.gif ... ვის ჩაეხუტებოდი?
blanca
მას biggrin.gif

წიგნებს ვეღარ ვკითხულობ, ნებისყოფა აღარ მყოფნის laugh.gif მოკლედ დავასკვენი რომ რაც წასაკითხი დამრჩა, წაკითხულის გადამღერებაა biggrin.gif მოკლედ სურათების დათვალიერება მირჩევნია. დიდ სიამოვნებას მანიჭებს.განსაკუთრებით საქართველოს სურათები

თქვენ? ბოლოს რა წიგნი წაიკითხეთ?
ირმა
მეც მიჭირს ამ ბოლო დროს წიგნების კითხვა, ადრე კი წიგნს არ ვუშვებდი, მარტო ჩამვარდნოდა ხელში, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ წიგნი ერთადერთი მატერიალური საუნჯეა. biggrin.gif


რა ფერის თვალები მოგწონს? rolleyes.gif
TeO
არ მაქვს გამორჩეული smile.gif ყველა ფერის ლამაზია biggrin.gif
whistling.gif ისე მე ქამელეონი თვალები მაქვს, ფერს იცვლიან იმის მიხედვით თუ რა მაცვია biggrin.gif ანუ ლურჯზე ლურჯდებიან და მწვანეზე მწვანე ელფერს იძენენ biggrin.gif


Sen ra feris Tvalebi gaqvs?
ირმა
QUOTE(Tea @ 13th December 2008 - 10:02 PM) *
ისე მე ქამელეონი თვალები მაქვს, ფერს იცვლიან იმის მიხედვით თუ რა მაცვია ანუ ლურჯზე ლურჯდებიან და მწვანეზე მწვანე ელფერს იძენენ

რა ლამაზი ფერია biggrin.gif
მე უბრალო, ყავისფერი თვალები


დღის რომელ დროს გაქვს უფრო მეტი ძალა, ენერგია,– დილით, შუადღით, საღამოს, თუ ღამით?
TeO
მე დილას ყველაზე საღი ვარ l_training.gif , აი საღამოს კი დამჩკნარი biggrin.gif

შენ? (კითხვების არ ქონის გამო, შეკითხვებს ვაბრუნებ biggrin.gif )
ირმა
მე საღამოს და უფრო ღამე ვარ ძლიერი l_training.gif


მართლა მგონი კითხვები ამოიწურა.

რას გინდა რომ მიაღწიო?
TeO
ჩემი მიზანი არ მაქვს განსაზღვრული biggrin.gif l_sunny.gif


და ცხოვრება მშვენიერია? smile.gif

Sophia
მგონი უფრო სიმპატიურია blush.gif

სიზმარში ფრენა მოგწონს? გიფრენია საერთოდ?



girl_witch.gif
TeO
როგორ არა, დავფრინავ შიგა და შიგ!.. biggrin.gif კარგია აბა რა biggrin.gif მარა არ ვარანატებ rolleyes.gif მნე ნა ემლე ტოჟე ხოროშო wink.gif laugh.gif


შენ? huh.gif
Sophia
მე მიწის სტიქიისა ვარ, თავიდან ბოლომდე. მაგრამ კარგად შეგუებული ვარიანტი სხვა რამეებთანაც. ანუ ვცურვაც შემიძლია და კარგადაც დავფრინავ. tongue.gif სიამოვნებით დავფრინავ ხოლმე სიზმარში. თუმცა ძალიან მაღლაც ვერ ავდივარ (იქაც მეშინია სიმაღლის), აქვე დავფარფატებ ხოლმე, სახურავების თავზე. როგორც ბულგაკოვის მარგარიტა rolleyes.gif

უცხო ადგილებში ხშირად დადიხარ ძილში?


girl_witch.gif
Shou
მე ძალიან ხშირად. უცხო და გაურკვეველ ადგილებში სადაც გზას წესიერად ვერ ვიგნებ ხოლმე.

არ გაგიხარდათ რომ მოთოვა?
Sophia
მიუხედავად იმისა, რომ სუფთა ჰაერი მსიამოვნებს, და ჩემი ფანჯრიდან ეზოს ხედი მხოლოდ თოვლშია ლამაზი, მაინც დიდად არ ვარ მოხიბლული. თბილისში თოვლი 15 2უთში ტალახია და ტალახში სიარული არ მიყვარს. მოკლედ არ ვიცი გამეხარდა თუ არა sticktongue.gif

ბოლოს როდის იგუნდავე? არ გინდა ვცადოთ? groupwave.gif


girl_witch.gif
TeO
ბოლოს, წლის დასაწყისში! biggrin.gif გამოდი აბა გარეთ wink.gif biggrin.gif


რა არის თოვლი? (რომანტიკული განმარტებით პლზ biggrin.gif )

Shou
თოვლი სიახლეა. სასწაულია. ფიფქებია. ზღაპარია. თოვლი სიცივეა და სითბო ერთდროულად. კიდევ იმედია. თოვლს შეუძლია დრო გაყინოს (თუმცა არა თბილისში, სადაც ეგრევე ტალახად იქცევაsmile.gif). თოვლი სრულყოფილებაა.

გეშინიათ სისხლის?
TeO
Shou თოვლის განმარტებაში ფრიადი 5+ rolleyes.gif

სისხლის მოკრძალება მაქვს, შიში? ალბათ ნაკლებად


შენ?
blanca
არ მეშინია

სისხლის მოკრძალება რაარის??
anonymouska
დედა რა კითხვაა? არ ვიცი და შესაბამისად არ მეშინია, მგონი biggrin.gif

გულს ვერ უბრძანებო ნათქვამია. ეთანხმებით?

მე კი sad.gif ვუბრძანე მაგრამ არ ესმის
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.