Help - Search - Members - Calendar
Full Version: MUSIC!!!
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ბიბლიოთეკა > აუდიოთეკა
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29
Mechanical Sheep


ano
INVICTUS
1/4
ano
ეს აქ უნდა იდოს
ყოჩაღ კარგი გამოუვიდა
earth
https://www.youtube.com/watch?v=

VANGELIS - Conquest of Paradise.HD
earth
https://www.youtube.com/watch?v=J9Mse8g8t6o

Eloy - Company of Angels

INVICTUS
ეს მოვუსმინე ამ ზაფხულს და კაია smile.gif
https://www.youtube.com/watch?v=57zzuz2JJ3M
SCE
SCE Presents -






ano
სიყვარული თუ გაქრება
მზე იტირებს და ჩაქვრება

Merlin
აქ მინდა მუსიკის თემაზე დავწერო ჩემი აზრი. რადგან ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეს საკითხი. და ვისაც სურვილი გექნებათ განვიხილოთ ეს თემა ერთად.

დავიწყებ იქიდან, რომ ჩემთვის მუსიკა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის. არაერთ ჟანრს ვუსმენდი სხვა და სხვა დროს. მოხდა ისე, რომ როდესაც პირველად გავიცანი სულიკო ავჟანდაძე, რომელიც როგორც სხვაგანაც დავწერე ანთროპოსოფიაში საქართველოში ყველაზე უფრო ღრმად განწავლულ ადამიანად მიმაჩნია, რადგან სულიკო პროფესიით დირიჟორია, მუსიკაზეც ჩამოგვიგდო საუბარი, და ასეთი აზრი გვითხრა: რომ მხოლოდ კლასიკა არის დღეს ის მუსიკა, რომელსაც ადამიანმა უნდა უსმინოს.

ეს აზრი არ იყო ჩემთვის მისაღები, რადგან მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური მუსიკაც ძალიან მაინტერესებდა, სხვა ჟანრებთანაც ახლოს ვიყავი. მაგრამ მისი ეს შეხედულება დავინახსოვრე და ამის შემდეგ წლების განმავლობაში ვფიქრობდი მის ნათქვამზე და ანალიზს ვუკეთებდი სხვა და სხვა ჟანრებს. რაც დრო გავიდა, ჩემს განვითარებასთან ერთად მოხდა ისე, რომ სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა მუსიკის სხვა ჟანრების მოსმენა, რის შედეგადაც ნელ-ნელა მოხდა გაფილტვრა იქამდე სანამ მხოლოდ კლასიკა არ დარჩა.

დღეს კი ასეთ სურათს ვხედავ: არსებობს მუსიკის ორი ფუნდამენტური მიმართულება - მუსიკის ჟანრები, რომლებიც წარსულში იღებენ სათავეს კულტურულად განვითარებულ კერებში, და მუსიკის ჟანრები, რომლებიც მეხრამეტე საუკუნის ბოლოდან იღებენ თავის საფუძვლებს, რომლებსაც აფრიკული წარმოშობა აქვთ.

პირველს განეკუთვნება ფოლკლორი, საეკლესიო მუსიკა, სხვა და სხვა კულტურის მუსიკები, როგორიცაა ჩინური, ინდური, სპარსული, ძველი ბერძნული, ევროპული და ასე შემდეგ, და მათ შორის კლასიკა.

ხოლო მეორეს განეკუთვნება: ბლუზი, ჯაზი და მათ საფუძველზე წარმოქმნილი ჟანრები - როკ ნ როლი, როკი, პოპი, რეპი, ელექტრო მუსიკა და ასე შემდეგ.

ამ ჟანრში ტექნიკური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი განსხვავება მდგომარეობს რიტმებში. მუსიკათმცოდნეობისთვის ცნობილია რომ მუსიკაში არსებობს რიტმების ორი მიმართულება - კლასიკური რიტმები და აფრიკული რიტმები.

აფრიკული წარმოშობის რიტმები გვხვდება დღეს რამის ყველგან, ესტრიდან დაწყებული, რეპითა და როკით დამთავრებული (ჯაზზე და ბლუზზე რომ აღარაფერი ვთქვათ). ეს რიტმები აფრიკელებმა შეიტანეს დასავლურ კულტურაში.

თუმცა ამისგან დამოუკიდებლად კლასიკურ მუსიკაშიც დაიწყო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდა ჰარმონიების რღვევის პროცესი. გუსტავ მალერი არის მე რაც ვიცი პირველი კომპიზიტორი, რომელშიც იგრძნობა ჰარმონიის რღვევის დაწყება. ანუ ამ პერიოდიდან კლასიკურ მუსიკაშიც, ისევე როგორც ხელოვნების ყველა სფეროშიც და ზოგადად მორალშიც დაიწყო დაცემის პროცესი (მხატვრობაში ეს ყველაზე უფრო აშკარაა).

ასე რომ დღეს ადამიანი ამ არჩევანის წინაშეა. მოუსმინოს აფრიკულ რიტმებზე აგებულ მუსიკას თუ კლასიკურ რიტმებს. საქმე იმაშია, რომ აფრიკული წარმოშობის მუსიკაში მჟღავნდება უპირველეს ყოვლისა არიმანის უკიდურესად ძლიერი გავლენა. ანუ როდესაც ადამიანი უსმენს როკს, რეპს, პოპს, ბლუზს ჯაზს თუ ელექტროს, აქედან შემოდის არიმანის და ასევე ლუციფერის ძლიერი გავლენა (მეტწილად არიმანის, ლუციფერი სანთლით არის საძებნელი დღეს).

მაგრამ მეორეს მხრივ თუ ადამიანი წარსულის ჟანრებისკენ მიდის, და უსმენს ფოლკლორს, საეკლესიო მუსიკას, ინდურ მუსიკას ჩინურს თუ სხვას, აქედან გარკვეულ წილად ლუციფერული გრძნობები შემოდის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჟანრებიდან ბევრი სასარგებლო რამეც შეიძლება შესძინოს ადამიანმა თავის სამშვინველს.

მეტნაკლებად ამ ორ უკიდურესობას შორის არის კლასიკა, მიუხედავად იმისა, რომ რაც დროს გადის კლასიკაც ლუციფერის სფეროში გადადის. თუმცა ამის და მიუხედავად დღეს რაც მოგვეპოვება (და სამწყხაროდ სულიწმინდიდან დაბადებული ხელოვნება მე რამდენადაც მესმის, საერთოდ არ არსებობს დედამიწაზე) მათ შორის კლასიკური მუსიკა არის ყველაზე უფრო სასარგებლო და ყველაზე უფრო სუფთა ნეგატიური ძალების ზემოქმედებისგან (აქ არ იგულისხმება მეოცე საუკუნის ის კომპოზიტორები, რომლებმაც სრულიად დაკარგეს ჰარმონიის შენარჩუნების უნარი).

მოკლედ ასეთია ვითარება დღეს და არჩევანი ადამიანთა წინაშე.
Merlin
რუდოლფ შტაინერის მიხედვით ბახის ამ მუსიკას წონასწორობა მოაქვს ადამიანის სამშვინველისთვის. შესაძლოა საინტერესო იყოს თქვენთვის.

https://www.youtube.com/watch?v=QqA3qQMKueA
Merlin
https://www.youtube.com/watch?v=PfyStp4C-M0

ანთროპოსოფისტისა და პიანისტის Tibor Szasz-ის ლექცია ლისტის ბ მინორ სონატაზე. შტაინერი წერს, რომ ეს სონატა ლუციფერულ და არიმანულ ძალებს აცნობს ადამიანის სამშვინველს. ამ ლექციაში ახსნილია, თუ როგორ მოქმედებს ეს ორი ოპოზიციური და მათი გამაწონასწორებელი ძალები და როგორ ჩანს ეს ამ კონკრეტულ ნაწარმოებში.

ხოლო ეს ვისაც ამ სონატის ცალკე მოსმენა მოუნდება:

https://www.youtube.com/watch?v=TKoAN426YAo
ano
საინტერესოა
მე ელექტრონული, პოპ, ცოტა როკიც მომწონდა, რიტმულები ენერგიას მაძლევდნენ ანუ არიმანულები.
ამ ბოლო დროს არ მსიამოვნებს არანაირი მუსიკა მხოლოდ სიჩუმე და სიწყნარე საკუთარ თავთან განმარტოება.

კლასიკა ვერ შევიყვარე, მაგას მეზობლის დრელის ხმა მირჩევნია
Merlin
""ამ ბოლო დროს არ მსიამოვნებს არანაირი მუსიკა მხოლოდ სიჩუმე და სიწყნარე საკუთარ თავთან განმარტოება.""

კი, მესმის. მეც ვეღარ ვარ ახლოს ამ ბოლო ხანებში მუსიკასთან, გარკვეული მიზეზების გამო.
old_man
Chopin - Spring Waltz JC_cupidboy.gif
https://www.youtube.com/watch?v=EFJ7kDva7JE
Merlin
ვაგლახ, რომ ეს არ არის შოპენი smile.gif ისევე, როგორც ეს არაა ბეთჰოვენი https://www.youtube.com/watch?v=mcufT_rncvM

უბრაოლოდ "სიმღერას" ჰქვიან ასე.
old_man
Merlin
ვაა ეგ არ ვიცოდი)
მაშინ ნოქტიურნები https://www.youtube.com/watch?v=9E6b3swbnWg
მიყვარს ღამის მოტივები, ლუციფერული თემები
biggrin.gif
chemikerin
QUOTE(old_man @ 6th July 2020 - 05:54 PM) *
მაშინ ნოქტიურნები https://www.youtube.com/watch?v=9E6b3swbnWg
მიყვარს ღამის მოტივები, ლუციფერული თემები


აუ ესეთები მეც მომწონს, ლუციფერულები biggrin.gif biggrin.gif

QUOTE(Merlin @ 6th July 2020 - 05:30 PM) *
როგორც ეს არაა ბეთჰოვენი https://www.youtube.com/watch?v=mcufT_rncvM


ესეც კაია
Merlin
ვისაც ლუციფერი არ მოსწონს იგი თავისა მტერიაbiggrin.gif

"ესეც კაია"

კი კარგია, მარა არა კლასიკის დონეზეsmile.gif
Merlin
ლუციფერიც იმისია, რომ მოგეწონოსsmile.gif

საერთოდ რაც აქამდე ხელოვნება შექმნილა რაღაც დოზნით ყველგან არის ლუციფერი, რამდენადაც მე მესმის. მაგრამ რამდენად? ესაა ხოლმე საკითხავი.
David Monny
https://www.youtube.com/watch?v=dZrjJ6zgq4A
Mechanical Sheep
https://youtu.be/rKqLAVyRaXw
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.