Help - Search - Members - Calendar
Full Version: თავისუფალი თემა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34
td.........
მეც მყავს და არ შემოსულა
chemikerin
ადმინი და მოდერაცია ხომ ხედავს რა მეილით არის დარეგისტრირებული?
თუ მეილს აქტიურად იყენებს, გამოვა კონტაქტზე..

***

ჰმმ.. თუმცა აქ თუ გაუგზავნეთ პირადი შეტყობინება, წესით მეილზეც მისდის notification-ი..
earth
chemikerin
+1
elli
ანო არ გამოჩენილა კიდევ ხომ?
earth
არა, მაგრამ მინდა და მჯერა კარგად იქნება.
სიყვარული გავუგზავნოთ ამ ფორუმიდან მეგობრებო.💐
earth
elli
QUOTE(elli @ 23rd February 2023 - 06:44 PM) *
ანო არ გამოჩენილა კიდევ ხომ?

კარგადაა smile.gif
chemikerin
QUOTE(earth @ 28th February 2023 - 09:46 PM) *
კარგადაა smile.gif

good.gif
elli
earth
ციტატა(earth @ 28th February 2023 - 09:46 PM) *
კარგადაა


გამოჩნდა? როგორ გამიხარდა
td.........
მეგობრებო, მინდა აქ ვისაუბროთ იმ მოვლენებზე, რაც ახლა ვითარდება საქართველოში. არანაირად არ მინდა პოლიტიკურ კონტექსტში ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად ხართ ხოლმე ჩართული მსგავს აქტივობებში, რომელიც განსაზღვრავს ქვეყანაში მდგომარეობას, თუ გაქვთ გამოცდილება საპროტესტო აქციებში ან გაფიცვაში მონაწილების მიღებისა. თუ კი, რა შედეგები მიგიღიათ. თუ არა, რატომ-ტქვენი პოზიცია. და კიდევ როგორ ხედავთ მსგავს აქტიურობას ეზოტერიულ ჭრილში.
თუ გნებავთ ცალკე თემა გავხსნათ.
old_man
მე ყოველთვის ვარ ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამ დღეებშიც ვიყავი აქციაზე და იქ ფორუმელებიც ვნახე, მათ შორის თავად დიდი ადმინი ზეტი worthy.gif
ზოგს რატომღაც ჰგონია, რომ ეზოთერიკით დაინტერესებულ ადამიანს ცხოვრებაში არაფერი ან ნაკლებად უნდა აინტერესებდეს და მანტრა-მედიტაციებში ატარებდეს დროს. არადა არაა ასე. მე მუდამ ბალანსი მეჭირა.
ეზოთერულ ჭრილში დანახვას რაც შეეხება, ეს ყველაფერი ეგრეგორების ბრძოლაა, დიდი სცენაა
სადაც მეც ვარ ჩართული იმ ეგრეგორების მხარეს, რომლისაც მჯერა. ოღონდ გაცნობიერებულად და არა თავდავიწყებით kos.gif
td.........
old_man
bigarmhug.gif

მეც ვცდილობ ჩართული ვიყო პროცესებში. ახლაც ვიყავი და მიხარია, რომ ჩემი კლასელებიც ვნახე. ჩვენი თაობა განსაკუთრებით "განებრივებულია" აქციებით, თინეიჯერობიდან ამ თემაში ვიყავით და ცოტა მომბეზრდასავით, თუმცა შარშანდლიდან ისევ ჩავერთე. მგონია, რომ რადგან საზოგადოებაში ვცხოვრობთ და არა სადღაც გამოქვაბულში, ან გადაკარგულ რეგიონში ცივილიზაციიდან მოშორებულად, ვალდებულიც ვართ ვიყოთ ჩართული, ან მაშინ ყველაფერი მივიღოთ როგორც არის და პრეტენზია ნუ გვექნება. მე კი მაქვს პრეტენზია, არ მინდა არსად სხვაგან გადაცხოვრება და აქ მინდა ცივილურად ცხოვრება. მეც ვაცნობიერებ რომ ყველაფერი დედამიწაზე დიდი ხანია ეგრეგორების გავლენით ხდება და აქედან გამომდინარე ირჩევ შენთვის უფრო მისაღებს, ან სწავლობ მათი გავლენებიდან გამოსვლას, ოღონდ ეს სხვა თემაა. smile.gif)
chemikerin
მეც ყოველთვის ჩართული ვარ ამ პროცესებში. აქციებზეც დავდივარ ხოლმე.
ვეთანხმები იმ აზრს, რომ ამ სამყაროში მიმდინარე პროცესები სულიერი პროცესების გამოძახილია. ვფიქრობ რომ არსებობს ევოლუციის და მოვლენების განვითრების მართალი და საღი ხაზი, რომელიც უნდა გაიაროს როგორც ცალკეულმა ადამიანმა, ისე ერებმა.. ვფიქრობ, საქართველოს ეგრეგორს გამოცდა აქვს ჩასაბარებელი: ან თავისუფლება, წინსვლა, განვითარება და ა.შ. ან სიბნელე, განუვითარებლობა, ფანატიზმი, დაზომბებულობა.
მიხარია, რომ პირველი გამოცდა ჩავაბარეთ smile.gif ძალიან კარგი მუხტი იყო აქციებზე. smile.gif თითქოს რაღაც გაცოცხლდა კოლექტიურ ენერგეტიკაში და იმედს ვიტოვებ, რომ ასე გაგრძელდება

QUOTE(td......... @ 11th March 2023 - 03:48 PM) *
არ მინდა არსად სხვაგან გადაცხოვრება და აქ მინდა ცივილურად ცხოვრება.

მეც აქ მინდა ცხოვრება smile.gif smile.gif
old_man
QUOTE(chemikerin101 @ 11th March 2023 - 08:38 PM) *
სამყაროში მიმდინარე პროცესები სულიერი პროცესების გამოძახილია. ვფიქრობ რომ არსებობს ევოლუციის და მოვლენების განვითრების მართალი და საღი ხაზი, რომელიც უნდა გაიაროს როგორც ცალკეულმა ადამიანმა, ისე ერებმა.. ვფიქრობ, საქართველოს ეგრეგორს გამოცდა აქვს ჩასაბარებელი

ჰო, ეს ძაან საინტერესოა, ამ ყველაფერს შევხედოთ კოსმიური მასშტაბებით. სულ მიმდინარეობს ერების, ქვეყნების ევოლუცია. ზოგი წინ მიდის, ზოგი დეგრადირდება და კვდება. არსებობენ დროის, ეპოქების, ერების სულები, რომლებიც თავიანთი იმპულსებით წარმართავენ დედამიწაზე ცხოვრებას. ხოლო თითოეულ ერს ესა თუ ის მისია ეკისრება სხვადასხვა ეპოქაში.
აქ განათლებული საზოგადოება ბრძანდებით და გახსოვთ ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი", სადაც ილიას საქართველოს სული ეცხადება და ესაუბრება. საერთოდ მე მჯერა რომ ამ ადამიანში თავად ასეთი სული იყო შესული და მისი იმპულსებით მოქმედებდა. ჩვენ კი ჩვენი პიროვნული მასშტაბების ფარგლებში აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართული ყველა პროცესში, რაც ქვეყნის ირგვლივ ხდება, ომი იქნება თუ მშვიდობა.
td.........
ციტატა(chemikerin101 @ 11th March 2023 - 08:38 PM) *
თითქოს რაღაც გაცოცხლდა კოლექტიურ ენერგეტიკაში და იმედს ვიტოვებ, რომ ასე გაგრძელდება

chemikerin
ხო, ეს მგონია ყველაზე მნიშვნელოვანი, ისევ ვიგრძენი ცხოვრების სუნთქვა ამდენი უიმედობის მერე...
old_man
გეთანხმები ოლდ

თან რარაცეების გადალაგება ხდება ძალიან დიდი მასშტაბით და კარგი შანსია მიღმა არ დავრჩეთ
Mechanical Sheep
ჰელოუ.
ეს ცოტახანი გასტანს კიდე და დაიღლება ყველა. იმედი მაქვს იქამდე რამე კარგს მოასწრებენ. რათქმაუნდა ყველაფერი გათვლილია და ჰო, ამ ყველაფერში ვხედავ არამხოლოდ გეგმას. გეგმა წავიკითხე და ყოველდღე მუშაობის დროს ამ გეგმის ნაწილად ვგრძნობ თავს, რადგან ყველაფერი ვირტუალურ რეალობაში ხდება, ყველა წვრილმანი ცვლილება და გეგმაც კარგად იხედება. სიამოვნებით ვისაუბრებდი ამაზე... მაინტერესებს თქვენი აზრიც ვინ როგორ იცით. ეს კი ყველაფერი ეხმარება სალომეს და მის სასიკეთოდ ტრიალებს, ვფიქრობ იმ გეგმას მიყვება რაც მან ჩამოიტანა საფრანგეთიდან. გთხოვთ ნუ შემომედავებით უბრალოდ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ;დ. ახალგაზრდებს რაც შეეხება, რევოლუცია, ანარქია და დაუმორჩილებლობა, წესების დარღვევა, მათ ძალიან უყვართ. მოკლედ, იყენებენ და ამ ერთხელ ასე მგონია, ეს მართლაც უკანასკნელი პერიოდია გოიმების ყოფნის პოლიტიკაში. მთლა ნორვეგია ვერ ვიქნებით, მაგრამ რაღაც კარგი გამოვა
elli
აქციებში ჩართული ლამის ბავშვობიდან ვარ, 1988 წლიდან, დამოუკიდებლობას რომ ვითხოვდით და უზარმაზარ მანქანას საბჭოეთს ვებრძოდით. სსრკ ისტორიის წიგნებიც დაგვიწვია საჯაროდ, 9 აპრილის მერე, ასაკი არ გვყოფნიდა და ნაცნობების ჩარევით კოკავშირშიც შევედით 10 ბავშვი, რომ მესამე დღეს საჯაროდ დაგვეყარა მანდატები. მოკლედ დიდი რევოულუციური ბეგრაუნდი მაქვს.. ყველა ხელისუფლების დროს აქტიურად ვმონაწილეობდი. ახლა მხოლოდ ეკრანიდან ვადევნე თვალი და მრცხვენოდა ამ ბავშვების, იქ რომ არ ვიყავი მათ გვერდზე. ასე მგონია ამ მაგიურ რკალს, წრეს, მებიუსის რკალს, რა ვიცი რაც გინდათ დაარქვით სწორედ ეს თაობა გაარღვევს, სხვა ფასეულობები აქვთ რაც მთავრია. რასაც იმ დღეებში ვუყურებდი იყო აბსოლუტურად სხვა ლეველი, ეს არ იყო პოლიტიკანების უნიჭი ყელყელაობა და მერე ვაჭრობის მოლოდინი. ეს იყო პასუხისმგებლობის ზუსტი გააზრება, შენი გასაკეთებელი ისე რომ უნდა გააკეთო, რომ გზიდან არ გადაუხვიო, რაც მთავარია არავის იმედით, მხოლოდ საკუთარი საკეთებელის გააზრებით.
თუ ჩვენს ბებერ ქვეყანას კიდევ უწერია გაგრძელება გზის, სწორედ ამ ორი დღის დამსახურებაა
earth
მეც დავდიოდი აქციებზე და ხშირად სიცოცხლეც საფრთხეში მქონია. ბევრი სისხლი დაღვრილი მშვიდობიან აქციაზე მინახია, მეც მიმაჩნია რომ ეზოთერიკობა რამე მუდმივი იოგა ან მედიტაციები არაა...
თუმცა დავიღალე და საქართველოდან წავედი... კარგია რომ გინდათ ბრძოლა და მანდ ცხოვრება.
ბევრი ტკივილიანი დღე მახსოვს იმ აქციებზე...
თუმცა ისიც უნდა ითქვას რა დიდი ენერგია და ძალა იყო ერთობლიობაში. მთელი თბილისი შემოვიარეთ და საერთოდ დაღლა ვერ ვიგრძენით, მაშინ... ეს იყო ენერგიის გაერთიანება, უდიდესი ძალაა.
Zet
კარგია რომ ახალგაზრდებმა დაინახეს როგორც იქნა, რომ ოცნების პარტია და პუტინის რუსეთი ეს ერთი გუნდია, აქამდე რატო ვერ ხედავდნენ არ ვიცი თუმცა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს :დდ
td.........
აქამდე უბრალოდ ეკიდათ... ხო არის რაღაც სიტუაცია როცა გკიდია, არ გაინტერესებს, სხვაგან ხარ. შენ ბაბლში სხვა თემებია და საერთოდ გგონია რომ არ გეხება. მაგარმ დგება გააზრების მომენტიც.
chemikerin
old_man

QUOTE(old_man @ 11th March 2023 - 09:27 PM) *
არსებობენ დროის, ეპოქების, ერების სულები, რომლებიც თავიანთი იმპულსებით წარმართავენ დედამიწაზე ცხოვრებას. ხოლო თითოეულ ერს ესა თუ ის მისია ეკისრება სხვადასხვა ეპოქაში.


ძალიან საინტერესოა!! როგორც ვხვდები ანთროპოსოფიიდან არის ეს ინფორმაცია. ალბათ ეზოთერიკი მაძიებლებიც რაღაც ფუნქციას ვასრულებთ. smile.gif ძალიან საინტერესოა სულების ესეთი კლასიფიკაცია, ანთროპოსოფია ძალიან ყოვლისმომცველია. უბრალოდ ბევრი ტომია და ცოტა რთულია კონკრეტულ ინფორმაციას მიაგნო. ზოგი წიგნი საკმაოდ ფილოსოფიური და რთული ტექსტით წერია, ზოგი კი ძალიან მარტივად გასაგებია. შტაინერის მეათე ტომს გამოვარჩევდი ამ მხრივ, ინფორმაციულად ნაკლებად დატვირთულია ეს წიგნი. უფრო სამშვინველის შეგრძნებებზე წერია. რამე მსგავს კიდევ წავიკითხავდი. smile.gif
old_man
chemikerin
ანთროპოსოფიიდანაა.
კი, უზარმაზარი მასალაა და არ არის კარგად სტრუქტურიზებული. გაფანტულადაა სხვადასხვა შრომებში და ლექციებში
chemikerin
QUOTE(old_man @ 13th March 2023 - 12:18 PM) *
ანთროპოსოფიიდანაა.
კი, უზარმაზარი მასალაა და არ არის კარგად სტრუქტურიზებული. გაფანტულადაა სხვადასხვა შრომებში და ლექციებში


ხო, ცოტა დამღლელია ჩემთვის ესეთი ინფორმაციების მონახვა, როცა არ იცი ამხელა მასალაში სად ეძებო. თუმცა ამ ფორუმზე სიამოვნებით ვეცნობი ასეთ ინფორმაციებს smile.gif საკმაოდ ბევრი პოსტია დაწერილი ანთროპოსოფიაზე, რამაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება შემიქნმა. იმდენად რომ, ახალ ინფრომაციას როცა ვკითხულობ ვხვდები ხოლმე, ანთროპოსოფიიდან არის თუ არა biggrin.gif

ზოგადად უფრო მეათე ტომის მსგავსი წიგნები მომწონს, ძალიან მარტივი, ყველასთვის გასაგები ენით წერია. თუ იცი ასეთი კიდევ რომელი ტომია?
old_man
chemikerin
არ ვიცი, მაგრამ მერლინს ვკითხავ და მას ეცოდინება.
chemikerin
old_man
QUOTE(old_man @ 13th March 2023 - 11:31 PM) *
არ ვიცი, მაგრამ მერლინს ვკითხავ და მას ეცოდინება.


საინტერესო პოსტები ქონდა ამ იუზერს.. უხხ... სულ ზეტის ბრალია ყველაფერი biggrin.gif biggrin.gif
old_man
ჰო, ვინც კი ფორუმზე წერას იწყებს, ცოტა ხანში ყველას ბლოკავს. )
td.........
ციტატა(old_man @ 14th March 2023 - 12:41 AM) *
ჰო, ვინც კი ფორუმზე წერას იწყებს, ცოტა ხანში ყველას ბლოკავს. )

თქვენ იმიტომ არ წერთ ფორუმზე, დაბლოკვის გეშინიათ?! :დ:დ
old_man
QUOTE(td......... @ 14th March 2023 - 01:11 PM) *
თქვენ იმიტომ არ წერთ ფორუმზე, დაბლოკვის გეშინიათ?!

მე ვერ დამბლოკავს
კომპრომატები მაქვს შეგროვილი skull.gif
chemikerin
თუ ვინმე ფორუმის წესს არღვევს უნდა იყოს დროებითი ბანი.. სამუდამო ბანებით ჩაკვდება(ჩაკვდა) ფორუმი.. არადა ზეტ, უნდა ამაყობდე რომ შენს ფორუმზე ხალხი დღესაც პოსტავს, შენ კიდე ბლოკავ unsure.gif unsure.gif
chemikerin
თუმცა ისიც უნდა ვთქვა რომ დანამდვილებით არ ვიცი კონკრეტულად რომელი წესი დაარღვია მერლინმა.. ან საერთოდ თუ ქონდა რაიმე დარღვევას ადგილი..
earth
მერლინს ბანი აქვს? მგონი არა...
chemikerin
earth
მგონი უბრალო ბანი არა, IP ბანი ადევს biggrin.gif biggrin.gif
old_man
ვენერა ობოლაშვილიც კი გამოუშვეს და ზეტი რომ ბანს ადებს პირდაპირ სამუდამო პატიმრობაში უშვებს, ამნისტიის შესაძლებლობის გარეშე laugh.gif
earth
ვაააა... ეს რა ხდება კაცო...wacko.gif wacko.gif
ზეტ ეს შენზეა ლაპარაკი? არა მჯერა smile.gif ვფიქრობ მალე ისევ აპატიებ ყველას smile.gif

მე რობოტებს ვადებ ხოლმე მილიონდღიან ბანს laugh.gif
elli
earth
ციტატა(earth @ 16th March 2023 - 05:36 PM) *
ვფიქრობ მალე ისევ აპატიებ ყველას

მიტევების კვირა ახლა არის თუ იყო უკვე? angelchik.gif angel1.gif biggrin.gif biggrin.gif wink.gif wink.gif
chemikerin
QUOTE(old_man @ 16th March 2023 - 11:00 AM) *
ვენერა ობოლაშვილიც კი გამოუშვეს და ზეტი რომ ბანს ადებს პირდაპირ სამუდამო პატიმრობაში უშვებს, ამნისტიის შესაძლებლობის გარეშე laugh.gif


სისტემაც კი უფრო ლმობიერი აღმოჩნდა, და ამ ეზოთერიკებს რა ეტაკათ? biggrin.gif
td.........
თან ისეთი პერიოდია, ყველგან რევოლუციის და ამბოხის სურნელი ტრიალებს.... რავიცი, რავიცი... rolleyes.gif
earth
კარგი ისაა, რომ პუტინის დაპატიმრების ბრძანება გაიცა მსოფლიო სასამართლოსაგან...

chemikerin
თითქოს ბოლო პერიოდში სწრაფად ხდება მოვლენები...
td.........
chemikerin
კი, ნამდვილად ასეა. კარმული მომენტებიც დაჩქარებულია. არ ვიცი თუ დაუკვირდით, თქვენი ქმედების შედეგები რა დროში დგება?! ჩემთვის ძალიან დაჩქარდა ეს პროცესი, ვერ ვიტყვი , რომ ეს ახლა მოხდა დაახლოებით 2008-9 წლებიდან ძალიან დაჩქარდა ყველაფერი და უფრო ჩქარდება. ალბათ ტექნოლოგიების განვითარებაც გვეხმარება აღქმაში, მაგრამ შინაგანადაც ასე აღვიქვამ. ერთი ცხოვრების მაგივრად თითქოს რამდენიმეს გავდივარ ერთდროულად.
chemikerin
კიი, ბოლო წლები დაჩქარებულია ტემპი.

მაგრამ აი ამ ბოლო თვეში მოულოდნელად დადებითი ცვლილებები მოხდა კოლექტიურ ველში.
საქართველოშიც ეს საპროტესტო აქციები რომ იყო და ზოგადად მსოფლიოში, პუტინის მიმართ უფრო გაბედული გახდა მსოფლიო..
თითქოს მოვიდა დრო რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას...
earth
QUOTE(chemikerin101 @ 20th March 2023 - 11:45 PM) *
თითქოს მოვიდა დრო რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას...

ამინ!!! ღმერთმა ქნას...

td.........
ეპოქა შეიცვალა (იცვლება), არაა გასაკვირი. იდუმალებით მოცული თევზების ეპოქიდან მერწულში გადავედით, სადაც ყოველივე დაფარული გაცხდდება wink.gif ჯერ სად ვართ... ისეთები გაცხადდება და შეიცვლება.
old_man
მეც ცხადად ვგრძნობ ამ ახალი ეპოქის შემოსვლას და მიხარია
უკვე ყველაფერში ჩანს არაორდინარული, თავისუფალი მერწყული, გაფართოებული ცნობიერება.
კონსერვატული, დოგმატური თევზები ჯერ კიდევ კუდს იქნევს, მაგრამ ვერაფერს შეცვლის.

old_man
თუმცა ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ თევზები ცუდი ეპოქა იყო და აი, გვეშველა! )
როცა თევზების ეპოქა შემოვიდა, ადამიანის ცნობიერების ევოლუციისთვის მაშინ ის ეტაპი იყო გასავლელი, ორგანიზებული რელიგიები, კონსერვატიზმი და ა.შ. იმას ვერ გადავახტებოდით. ამ ყველაფერზე უნდა მომხდარიყო სწორება
უბრალოდ ახლა თევზების ეპოქის ბოლოს ისეთი შეგრძნებაა რომ რაღაცამ დრო მოსჭამა, ერთ ადგილს ვტკეპნით და სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეთ
და ეს ყოველთვის ასეა, როცა რაღაც ეტაპს ასრულებ ცხოვრებაში
ვერძის ეპოქაშიც ასევე იქნებოდა, კაცობრიობამ გაიარა ის ეტაპი და მოუთმენლად ელოდებოდა თევზების შემოსვლას, რომელმაც ახალი სული შემოიტანა
chemikerin
QUOTE(td......... @ 22nd March 2023 - 10:05 PM) *
იდუმალებით მოცული თევზების ეპოქიდან მერწულში გადავედით, სადაც ყოველივე დაფარული გაცხდდება ჯერ სად ვართ... ისეთები გაცხადდება და შეიცვლება.


საინტერესოდ ჟღერს smile.gif

QUOTE(old_man @ 23rd March 2023 - 09:46 AM) *
უბრალოდ ახლა თევზების ეპოქის ბოლოს ისეთი შეგრძნებაა რომ რაღაცამ დრო მოსჭამა, ერთ ადგილს ვტკეპნით და სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეთ
და ეს ყოველთვის ასეა, როცა რაღაც ეტაპს ასრულებ ცხოვრებაში


კი ნამდვილად, ბუნებრივია როცა რაღაცის დასრულებისას ესეთი გრძნობაა.
old_man
მინდა გაგიზიაროთ
გუშინ ვიყავი ანთროპოსოფიულ საზოგადოებაში ძაან საინტერესო, ლაით ლექციაზე
მსახიობმა მარიამ ცქიფურიშვილმა წაიკითხა ლექცია თემაზე - ქალური და მამაკაცური საწყისი ადამიანში
ისაუბრა საკუთარ მიგნებებზე, თავისი ენით. ძაან დაინტერესებულია ამ საკითხით
და ჩემთვის ეს ადამიანი იმითაც იყო საინტერესო რომ თავი არ აქვს გამოტენილი საზოგადოების სტერეოტიპებით და სხვადასხვა სწავლება-ფილოსოფიით
ადამიანი ჰარმონიული გახდება თუ გააერთიანებს ორივე საწყისს დაბალანსებულად საკუთარ თავში - ამ დასკვნამდე მივიდა
ატარებს ხოლმე ამ თემაზე ლექციებს სხვადასხვა ადგილებში და თუ დაგაინტერესებთ დაესწარით. ღირს.
სამწუხაროდ საზოგადოების ნაწილი ამ თემასთან დაკავშირებით ან ბაია პატარაიას აგრესიულ ფსევდო-ფემინისტურ მსოფლმხედველობას ემხრობა (ქალები) ან პატრიარქალური აზროვნების მღვდლების აზრებს იზიარებს (კაცები)
td.........
old_man
სხვათაშორის, რაზეც ვსაუბრობთ ახალ ეპოქაზე, მას სწორედ ეს თემა გაყვება ჩემი აზრით, რომ აქამდე არსებული დუალობიდან ნელ-ნელა ჰარმონიზაციისკენ გადავალთ. სადაც პოლარულობა იყო, დაყოფა, დაკონკრეტება და საზღვრების გავლება, რაც სიმბოლურად ცნობილი "ბაბილონის გოდოლის" ამბავშია აღწერილი. ადამიანები დაიყვნენ, ვეღარ შეძლეს ერთმანეთის გაგება და დაიწყო სრული პოლარიზება ერთმანეთსგან. შეიძლება ეს პროცესები უფრო ადრე დაიწყო, მაგრამ მგონია, მთავარი გარდატეხა აქ მოხდა.
chemikerin
old_man

QUOTE(old_man @ 23rd March 2023 - 12:40 PM) *
ანთროპოსოფიულ საზოგადოებაში


რა საზოგადოებაა და რა ხდება ხომ არ იცი? საჯარო ლექციებს ატარებენ ხოლმე? ანთროპოსოფია მომწონს თუმცა, თვითონ ,,საზოგადოებებს" და ,,ჯგუფებს" ეჭვის თვალით ვუყყურებ...


QUOTE(old_man @ 23rd March 2023 - 12:40 PM) *
ჩემთვის ეს ადამიანი იმითაც იყო საინტერესო რომ თავი არ აქვს გამოტენილი საზოგადოების სტერეოტიპებით და სხვადასხვა სწავლება-ფილოსოფიით


გეთახმები.. ზოგადად საინტერესო მოსასმენია როცა ადამიანი თავისუფლად გელაპარაკება და არა რაღაც სისტემიდან, რომელსაც წლები მისდევდა.. მაგალითად, ლაზარევს ვკითხულობდი და ვუსმენდი ერთი პერიოდი, თუმცა, ძალიან თავის სისტემაშია და მობეზრება იცის ესეთმა რაღაცეებმა, მით უფრო რომ სრულიად არასწორად მსჯელობს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე...
თან ეგეთ, რაღაც სისტემის წარმომადგენლებს როცა უსმენ, აზროვნება ისე პროგრამდება ვერც ხვდები, რაღაცნაირად ცდილობ რო ყველაფერი იმ სისტემას მოარგო და დაუქვემდებარო, მაშინ როცა საერთოდ შეიძლება კავშირიც არ იყოს. ტვინი უბრალოდ პროგრამდება ეგეთი ინფორმაციით.... და ისე გადადიხარ ამ ინფორმაციით ჟონგლიორობაში ( biggrin.gif ) რომ სულიერებაც აღარ არის უკვე ეგ.. უბრალოდ ტვინის გასართობად იქცევა ეგეთი რაღაცეები...

ეს ყველაფერი იმას მოვაყოლე რომ, კიიი, კარგია ნამდვილად თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების მოსმენა..
old_man
td.........
ჰო, საბოლოოდ ეს დუალობის, რაც დაპირისპირებებს და განცალკევებას იწვევს უნდა დაიძლიოს და ჰარმონიაში გადავიდეს
chemikerin
არა, არანაირი ისეთი ჯგუფი არაა, როგორსაც გულისხმობ. )
ეს საზოგადოება მდებარეობს რუსთაველზე მაკდონალდთან ზემოთ რომ ქუჩა ადის მის ხელმარჯვნივ, ზ. ბოცვაძის ქუჩაზე
ყოველ ოთხშაბათობით საღამოს 7-ზე ტარდება საჯარო, ღია ლექციები, იწვევენ საინტერესო ადამიანებს, მახსოვს ანდრო დგებუაძის ლექცია, ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის რუსუდან გოცირიძის ლექცია, იწვევენ ევროპელ ანტროპოსოფებს, ჩვენი ვალდორფის სკოლის პედაგოგებიც კითხულობენ, შეიძლება მოიწვიონ ისეთი სტუმარი, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდეს ანთროპოსოფიასთან.
პერიოდულად რატი ამაღლობელი კითხულობს ხოლმე ანთროპოსოფიულ ლექციებს და მის ლექციებზე ხშირად დავდივარ. თავისი პოეტური ინსპირაციები თუ წამოუვიდა ხომ სულ სხვა განზომილებაში გადაგიყვანს. ) ეს არის რაღაც, ერთხელ მაინც უნდა მოუსმინო.

მე მიგზავნიან ყოველი თვის ლექციების პროგრამას, აქ დავწერ ხოლმე თუ რამე მარგალიტივით ლექცია გამოერია და მსურველები მობრძანდით )
chemikerin
old_man
QUOTE(old_man @ 23rd March 2023 - 10:34 PM) *
მე მიგზავნიან ყოველი თვის ლექციების პროგრამას, აქ დავწერ ხოლმე თუ რამე მარგალიტივით ლექცია გამოერია და მსურველები მობრძანდით )


good.gif good.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.